შანსი ჯერი კიდევ არის…

Home კატეგორიის გარეშე შანსი ჯერი კიდევ არის…
შანსი ჯერი კიდევ არის…

საქართველოს ნაკრემა თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი მატჩი, ისრაელთან, 29:32 წააგო.

თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ანგარიში ლოგიკურია. ეს კი არა, ბოლო ხუთ წამში ჯერ ძელმა გვიხსნა, შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ შეაგდო და საპასუხო თამაშის წინ შანსი დაგვიტოვა.

თამაში არეულად დაიწყო, თუმცა ანგარიშის ისრაელის ნაკრები აკონტროლებდა. მხოლოდ მე-15 წუთზე მოვახერხეთ წინ გასვლა და ტაიმი 16:15 მოვიგეთ. აქ ჯერ კიდევ არ გვეტყობოდა, რომ წავაგებდით, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მეტოქემ 5:0 გაქცევა მოაწყო და თამაშის ბოლომდე ეს უპირატესობა შეინარჩუნა.

ბევრი გვქონდა ხარვეზი, როგორც დავაში, ისე – შეტევაში. თუმცა, შანსი კიდევ გვაქვს – ახლა ეს დანაკლისი 21 მარტს, ისევ თელავში, უნდა აღმოვფხვრათ.

ტიტე კალანდაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

„დასანანი მარცხი განვიცადეთ. ჩვენი გუნდი თავის თავს არ გავდა. სამბურთიანი ჩამორჩენა არ არის უშაშველოდ დიდი, რომ ვერ შევძლოთ მისი აღმიფხვრა. ამიტომ, რა შანსიც გვექნება უნდა გამოვიყენოთ.

დაცვაში იყო სერიოზული პრობლემები და თავდასხმაშიც. გასატანი უნდა გავიტანოთ. ამიტომ, შემდეგ მატჩზე უფრო მობილიზებულნი და თავდაჯერებულნი უნდა გავიდეთ.

შეცდომებზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველა რგოლში იყო პრობლემები. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზოგჯერ უდისციპლინობა გვიშლიდა ხელს. სამუშაო ბევრია. ტრადიციად გვექცა მეორე ტაიმის ცუდად დაწყება. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვასწოროთ.

                                                                                                                მიხეილ ჟორჟოლიანი საგანგებოდ სარბიელისთვის თელავიდან

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი