საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. მატჩამდე ოთხი დღით ადრე ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. არადა, ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურები ევროლიგის მატჩებს არ ემთხვევა. ამიტომ დროულად გათავისუფლდა თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი. სრული შემადგენლობით...
ჭდე: ალეკსანდარ ჯიკიჩი
ჯიკიჩის 15 რჩეული…
საქართელოს კალათბურთელთა ნაკრები 21 თებერვალს თბილისში დანიის გუნდს უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში ევრობასკეტის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს. 24 თებერვალს კი ტურნირის ბოლო მატჩს სერბეთში გამართავს. ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო მზადება, ახლა კი ის 15 კალათბურთელი დაასახელა, ვინც გადამწყვეტი მატჩებისთის განაგრძობს მზადებას: ლუკა ლიკლიკაძე რატია ანდრონიკაშვილი კახა ჯინჭარაძე ბექა ბურჯანაძე გიორგი...
საქართველომ მეექვსესკენ გასწია…
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ფინეთი მეორედაც დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სკანდინავიელებს თბილისში 17-ქულიანი მარცხი აგემა – 81:64. ჩვენმა ნაკრებმა უხეიროდ დაწყებული საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ სატურნირო ვითარება კი გამოისწორა, მაგრამ დამშვიდების უფლება არ აქვს, რადგან დანიის ნაკრებთან მომავალი თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს. განსხვავება მხოლოდ ის არის,...
საქართველომ ევროპული შანსი დაიტოვა
2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთში 90:83 გაიმარჯვა და კონტინენტის მთავარ ტურნირზე მეექვსედ გასვლის შანსი დაიტოვა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი თამაში წაეგო და სატურნირო ცხრილში ვითარების გამოსწორება იყო საჭირო. თამაში ცუდად დავიწყეთ და 0:7 ჩამოვრჩით. გვიჭირდა ბურთის გათამაშება და შეტევისთვის განკუთვნილ დროში...
საქართველო ფინეთშია
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ფინეთთან პირველი თამაში 21 ნოემბერს უწევს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჰელსინკიში 10 კალათბურთელით გაფრინდა, სადაც ოთხნი დახვდნენ, ხოლო კიდევ ერთი მატჩის დღეს შეუერთდება. ჯიკიჩმა, ჯამში 15-კაციანი შემადგენლობა თბილისი არენაზე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაასახელა. გეტყვით რომ, ფინეთთან მატჩისთვის ვარჯიში ჩვენებმა ლეგიონერების გარეშე, 10 კალათბურთელით დაიწყეს, რომლებსაც მოგვიანებით ევროტურნირზე...
ჯიკიჩის 32 რჩეული
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 19 და 22 ნოემბერს ფინეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი სკანდინავიელებს ჯერ ესტუმრება, შემდეგ კი თბილისში დაუხვდება. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც საკმაოდ სახეცვლილია. ჯიკიჩის რჩეულები: კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), ჯო ტომასონი (გრან კანარია, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ვეფ-ი, ლატვია), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა...
ახალი ამერიკელი
ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მზადაა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც. 27 წლის ბოლდუინი გამთამაშებელია და ესპანური „ბასკონიის“ ღირსებას იცავს. იგი, ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად,...
კარგად დაწყებული, ცუდად დამთავრდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს პარიზის ოლიპიური თამაშების საგზურის მოპოვებლად ფილიპინელების 19 ქულით დამარცხება სჭირდებოდა. ერთი შეხედვით ეს რთული შესაძლებელი იყო, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ყველაფერი შესაძლებელი გახდა… საოცარი დასაწყისი გვქონდა – ხუთ წუთში გაკეთებული დიდი საქმე – 16:0, მაგრამ ნახევარ წუთში ზედიზედ ექვსი ქულა მივიღეთ. პერიოდი კი, 28:17 მოვიგეთ და შანსი დავიტოვეთ. მეორე პერიოდის დაწყებიდან 2 წუთი...
უშანსოდ ლატვიასთან და შანსი ფილიპინებთან
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი ლატვიასთან გამანადგურებელი მარცხით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 55:83 დამარცხდა. ჩვენს გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელია აკლდა, მაგრამ რთული სათქმელია რა იქნებოდა მასთან ერთად, რადგან შეტევაში ფაქტობრივად არაფერი გამოგვდიოდა, რაზეც ჩვენი მწირი ქულების რაოდენობაც მეტყველებს. ვერაფერს ვუხერხებდით მეტოქეს პერიმერტზე და ბალტიისპირელებმა 12 სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაშინ როდესაც ჩვენ მხოლოდ...
12 ქართველი პარიზის საგზურისთვის
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2-7 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. პარიზის თამაშების ერთი საგზურისთვის რიგაში ექვსი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. A ჯგუფში საქართველო, ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, B ჯგუფში კი ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალსა და ფინალში გაარკვევენ ვინ ითამასებს პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით...









