საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2-7 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს.
პარიზის თამაშების ერთი საგზურისთვის რიგაში ექვსი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. A ჯგუფში საქართველო, ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, B ჯგუფში კი ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი.
ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალსა და ფინალში გაარკვევენ ვინ ითამასებს პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართბა.
ქართველი კალათბურთელები პირველ თამაშს 2 ივლისს, მასპინძელ ლატვიასთან გამართავენ, 4-ში ფილიპინებს დაუპირისპირდებიან.
6 და 7 ივლისს კი ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ტურნირისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასხელა.
- რატი ანდრონიკაშვილი
- სანდრო მამუკელაშვილი
- კახა ჯინჭარაძე
- დუდა სანაძე
- გიორგი კორსანტია
- ალესანდრე ფევაძე
- თორნიკე შენგელია (კაპ)
- ლუკა მაზიაშვილი
- ჯო ტომასონი
- გოგა ბითაძე
- გიორგი ოჩხიკიძე
- ილია ლონდარიძე
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
