საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ ჯერ მოგების გემო არ იცის. ჩვენი გუნდი ამჯერად პოლონეთს გაეჯიბრა და მეოთხე მარცხი იწვნია – 89:94. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუ შესვენებამდე უკეთესები ვიყავით, შემდეგ ავირიეთ და საკუთარ კალათში ბევრი ქულა მივიღეთ. პირველი პერიოდი 26:25 მოვიგეთ. განსაკუთრებით ჩვენი მაღლები აქტიურობდნენ და ქულებს ისინი იხვეჭდნენ. მეორე [...]
ჭდე: რატი ანდრონიკაშვილი
ესპანეთს ვეღარ მოვერიეთ
თბილისში მიმდინარე ევროპირველობის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ესპანეთთან წააგო – 64:90. თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 2 ქულით დათმეს. მას შემდეგ მოყოლებული, სერჯიო სკარიოლის გუნდი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ჩვენებმა კი, დღეს ვერც შეტევაში ივარგეს და ვერც დაცვაში, აქედან გამომდინარე, 26-ქულიანი [...]
მიდი, მოვდივართ !!!
1 სექტემბერს თბილისში ევრობასკეტი იხსნება. საქართველოს ნაკრების გარდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თავს ესპანეთის, თურქეთის, ჩერნოგორიის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები მოიყრიან. ეს არის ზედიზედ მეხუთე ევროპირველობა, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ითამაშებს. პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს მოხვდით. პირველი ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დავძლიეთ, მაგრამ მეორე ეტაპზე ყველა მატჩი წავაგეთ და ტურნირს დავემშვიდობეთ. 2013 წელს ჩენი გუნდი ევრობასკეტის [...]


