მაიამის „ინტერის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი ელის, რომ თავდამსხმელი ლიონელ მესი ახალ გუნდში პირველად 21 ივლისს ლიგის თასის მატჩში ითამაშებს მექსიკურ „კრუს ასულთან“. მან ასევე გაამხილა, რა ემოციებს განიცდის, როცა მოედანზე არგენტინელი თავდამსხმელს დაინახავს.
„არ ვიცით, ლეო თამაშს თავიდანვე დაიწყებს თუ შცვლაზე გამოვა. რადგან ვფიქრობ, მზად უნდა იყოს სათამაშოდ. ის ხომ შვებულებიდან ახალი გამოსულია.
ლეო უკვე ერთი კვირაა, რაც მაიამიშია, ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და შესანიშნავად გამოიყურება. ამიტომ, ვფიქრობ, მესი და მთავარი მწვრთნელი, ტატა მარტინო, ერთად გადაწყვეტენ, როდის ითამაშებს და როდის შევა მოედანზე პარასკევს. აქ ატმოსფერო წარმოუდგენელი იქნება და იმედია გავიმარჯვებთ.
შეიძლება ვიტირო, როცა მას მოედანზე დავინახავ. რაც უფრო ასაკიანი ვხდები, მით უფრო ემოციური ვარ. ჩემს შვილებს ვუყურებ – ემოციებით ვიჟღინთები, ვესაუბრები. იგივე მემართბა მეუღლესთან ურთიერთობის დროს.
იმ მომენტში, როცა დავინახავ, როგორ შემოდის ლეო მოედანზე ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ… არ ვიცი, ალბათ ავტირდები,“ – ციტირებს ბექემის სიტყვებს ESPN.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
