სატრანსფერო ბაზარი გაიხსნა. „ნაპოლიმ” ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი დაიმატა — მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელიც აქამდეც მათთან იყო, ოღონდ იჯარის წესით. კლუბში ბევრ ვარიანტს განიხილავენ, რამაც უახლოეს პერიოდში შედეგი უნდა გამოიღოს. ამბობენ, რომ შესწავლილ მოთამაშეთა შორის არის ერთი, რომელიც პარამეტრების მიხედვით რუდი გარსიას გუნდს კარგად უნდა მოერგოს. ეს გახლავთ არგენტინელი ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო. მის შესახებ რადიო CRC-ს ეთერში ფიფას აგენტმა ფილიპო კოლასანტომ ილაპარაკა.
გადაცემაში Si Gonfia la Rete კოლასანტომ ხაზი გაუსვა, რომ არგენტინელი უნივერსალური მოთამაშეა, რაც „ნაპოლისთვის” ზედგამოჭრილი იქნება. აგენტის აზრით ლო სელსოს, რომელიც „ტოტენჰემ ჰოთსფურის” საკუთრებაა, მაგრამ გასული სეზონი „ვილიარეალში” გაატარა, 4-3-3 სქემაში შეუძლია პიოტრ ჟელინსკი შეცვალოს.
„თან ნეაპოლი არგენტინელებისთვის საგანგებო ადგილია. ისინი აქ მუდამ თავის ადგილზე არიან”, — დასძინა კოლასანტომ.
ლო სელსო 27 წლისაა. ის თამაშობდა „როსარიო სენტრალში”, „პარი სენ ჟერმენში”, „რეალ ბეტისში”, „ტოტენჰემ ჰოთსფურსა” და „ვილიარეალში”. არგენტინის ნაკრებში 44 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
