აურელიო დე ლაურენტისს კვიჩა კვარაცხელიას დაბევება სურს. ის ქართველ გარემარბს 2028 წლამდე სთავაზობს კონტრაქტის გახანგრძლივებას, 2029 წლამდე მისი შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.
„გაძეტა დელო სპორტი” წერს: „ამ ფეხბურთელში „ნაპოლიმ” საკომისიოების ჩათვლით 11 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადა, დღეს კი მისი ღირებულება 100 მილიონს უახლოვდება. გარემარბის ზრდა ჭეშმარიტად გასაოცარია, თუმცა აქამდე ის უფრო მოედანზე იგრძნობოდა, ვიდრე ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ისედაც ხანგრძლივი კონტრაქტის განმტკიცებაზე.
„ნაპოლი” მზად არის გადახედოს რიცხვებს, რათა ზოგიერთმა მსხვილკალიბრიანმა ინგლისელმა ბიჭს თავგზა არ აურიოს და კლუბს გული საგულეს ჰქონდეს, რომ ის არსად წავა. საჩქარო არაფერია, რადგან ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა უკვე წამოაყენა ახალი პირობები რომლის მიხედვითაც მხარეებს შეეძლებათ შეცვალონ ერთი წლის წინ დადებული ხელშეკრულება. მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე ქართველი ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომელიც ძალაში იქნება 2028 წლამდე (2029 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით) და მისი წლიური ხელფასი ამჟამინდელი 1,2 მილიონი ევროდან გაიზრდება ხელზე 2,5 მილიონ ევრომდე. შესაბამისად შემდგომ ხუთ წელიწადში კვარაცხელიას 12 მილიონ ევროზე მეტი გამოუვა. მოკლედ რომ ვთქვათ, დე ლაურენტისი თავისი მარგალიტების შენარჩუნებას და „ნაპოლის” ევროპული ამბიციების წარმოჩენას აპირებს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
