„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების კონტექსტში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბუსკეტსი მშვიდია და სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ითამაშებს მესი. თუ სერხიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება „ბარსელონასთვის“, – თქვა ჩავიმ.
ესპანელს კლუბთან კონტრაქტი წლეულს ივნისში ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველს მომავალი ჯერ არ გადაუწყვეტია.
მანამდე ითქვა, რომ მესის კატალონიურ კლუბში დაბრუნება ნებისმიერ ფასად სურს. მას პარიზელებთან შეთანხმება სეზონის ბოლოს უმთავრდება, ასე რომ, შეუძლია ბარსელონაში თავისუფალი აგენტის სტატუსით (უფასოდ) გადავიდეს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
