ჰოლანდს რეალი წინ ელის…

Home კატეგორიის გარეშე ჰოლანდს რეალი წინ ელის…
ჰოლანდს რეალი წინ ელის…

Erling Haaland von Karim Benzema angetan: „Wahnsinnig gut“ - REAL TOTALმადრიდის „რეალი“ 2024 წელს „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას ეცდება.

ნორვეგიელი შემტევი ფრანგი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილება. „სამეფო კლუბი“ 35 წლის ფორვარდთან განშორებას გეგმავს. მისი კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

„რეალი“ დიდი ხანია ეძებს ჰოლანდის ხელმოწერის შესაძლებლობას და დიდი ანგარიში მოამზადა მისი შეძენის უპირატესობების შესახებ, რომელიც მოიცავს დეტალურ სტატისტიკას, ასევე მედიის გააქტიურების და ნორვეგიელის კონტრაქტის სხვა მიმზიდველ კომპონენტებს. ჰოლანდის კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა 240 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა პრემიერლიგის 28 მატჩში 32 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.