ტატა მესის ტრავმაზე

Home კატეგორიის გარეშე ტატა მესის ტრავმაზე
ტატა მესის ტრავმაზე

მაიამის „ინტერის“ მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ განმარტა, თუ რატომ გამოტოვა  ლიონელ მესიმ ჰონგ კონგში ტესტ-მატჩი. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას ბარძაყის უკანა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული.

„ბოლო დღეებია ეს მდგომარეობა შეიმჩნევა, ყველა ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენს კლუბს აქვს ვალდებულებები MLS-ის მიმართ, ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არ გავრისკოთ“, – თქვა მწვრთნელმა.

მაიამის „ინტერმა“ გამანადგურებლად დაამარცხა ჰონგ კონგის ჩემპიონატის ვარსკვლავთა გუნდი ანგარიშით 4:1.

მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრებმა გუნდს მესის მოედანზე არყოფნის გამო უსტვინეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ კონგის მთავრობა უკმაყოფილო დარჩა მესის არყოფნის გამო.

არგენტინელი მაიამის „ინტერში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

Lionel Messi to be reunited with coach Gerardo 'Tata' Martino at Inter  Miami | FOX Sports

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.