ვინ იცის, იმ ენით აუწერელ ხმაურში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარამდე მისული დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ გარეგნულად, თითქოს ვარჯიშზე მორიგ საწვრთნელ დარტყმას ასრულებდა, ისე მივიდა ბურთთან. ერთხანს უყურა, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და… ბურთი კი არ გაფრინდა, ბურთი გაგორდა… მეკარემ გამოიცნო დარტყმის მიმართულება… ერთი შექანება, გულიც კი შემიქანდა, მაგრამ იუველირის სინატიფითა და...
Author: ზურაბ ფოცხვერია (ზურაბ ფოცხვერია)
სამშობლო !!!
იმ დღეს, რაღაც ვიდეო შემომეყურა ანაზდად. ერთი, გაშტუკატურკებულ-შეღებილ-გაკრახმალებული დიაცი ამბობდა, სამშობლო რა არის არ მესმის, გამოგონილი მცნებააო. შემეცოდა. გულწრფელად. არადა, საკუთარი ფასადით, თვალსაც კი მოსტაცებდა მავან მაჭარივით მოთუხთუხე ყმაწვილკაცს. აფსუს. საინტერესოა, დედაშვილობა კი იცის რა არის? მეეჭვება. დედაშვილობა რა არის თუ იცი, შეუძლებელია არ გესმოდეს რა არის სამშობლო! აი, ამ 60 000 მაყურებელმა იცის რა...
გაამოთ !!!
ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები იქნებიან. სხვათა შორის, ოდნავ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ იგივე სურათს ველი მომდევნო, მეორე მატჩზეც, ჰამბურგში. ჩეხებისთვის გერმანია...
უფალი დიდია, აღდგომა და ხვალეო!
– დილა მშვიდობისა, მეტ! – დილა მშვიდობისა, სერ! – როგორ ხარ, მეტ? ფინჯანი ყავა? – სიამოვნებით, სერ! – აი, მიირთვი. – გმადლობთ, სერ! – ახალი რა ხდება ქვეყანაზე? – ყველაფერი ძველებურად არის, სერ. რუსეთი უკრაინას ეომება, ისრაელი – პალესტინას, სომხეთი – აზერბაიჯანს, თურქეთი კი ყველას ეომება, მაგრამ ბრძოლებში არ ერთვება… – ოოო, ძალიან მოსაწყენია უკვე...
ფეხბურთი გრძელდება
ფეხბურთი გრძელდება. რა თქმა უნდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კი გამოაკლდა – ეპოქა დამთავრდა! კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ნეიმარის ნათქვამი გამახსენდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი, მან უყოყმანოდ უპასუხა – მე. „კი, მაგრამ მესი და რონალდუ?“ – ჩაეძია ჟურნალისტი. „თქვენ მკითხეთ დედამიწის საუკეთესო, ისინი კი სხვა პლანეტიდან...
აუცილებლად წასაკითხი !!!
წუხელ, წასაგები თამაში წავაგეთ. მეტიც, ჯერ კიდევ სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ნათელი იყო რომ წავაგებდით. გასაკვირი ეს წაგება კი არ არის, გასაკვირი ის არის, რომ ნორვეგიასთან ქულა გადავარჩინეთ და კვიპროსში, რომელსაც ქართული ენის უცოდინარი ქართველები კიპრს ეძახიან, მოვიგეთ. ქართულის არცოდნა ტყუილად არ მიხსენებია. საკუთარი ენის არცოდნა, საკუთარი თავის უპატივცემულობაა. საკუთარი თავის უპატივცემულობა კი უთავმოყვარეობაა. უთავმოყვარეოს რაიმე...
ფინალი, რომელიც მომნუსხავად ახლოა…
ნეაპოლში, საზოგადოება წილისყრის შედეგებს, საკმაოდ ოპტიმისტურად შეხვდა! აი, ლუჩანო სპალეტი კი არ ღალატობს საკუთარ პრინციპს – „ვისაც კენჭისყრის შედეგი უხარია, იგი საქმეში ჩაუხედავია…”. ჩემი აზრით, მონაწილე გუნდის მწვრთნელის მხრიდან, ეს სიტყვები აბსოლუტურად სწორი, გამართლებულია. მეტიც, მე ვთვლი, რომ ეს არ გახლავთ “დიპლომატიური პოზა”. “მხოლოდ პაოლო მალდინის აქვს მოგებული 5 ტიტული…” – ესეც სპალეტის სიტყვებია და...
გიო!
1996 წელს, ინგლისმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ლონდონიდან მანჩესტერში ავტობუსით ჩავედით და იქვე ავტოსადგურში საქალაქო ტრანსპორტში გადავჯექით „ოლდ ტრაფორდზე“ მისასვლელად. სალონში მხოლოდ მძღოლი იყო. ჩემი ცვლა დამთავრდა, ბაზაზე ვბრუნდებიო, მაგრამ სააკრედიტაციო ბარათები რომ შეგვნიშნა, „ოლდ ტრაფორდი“ გზად არის და რადგან ჩამოსულები ხართ გაგიყოლებთო. მადლობა გადავუხადეთ და დავიძარით კიდეც. სამნი ვიყავით, მძღოლი, მე და დათო კაკაბაძე. საიდან...
აფსუს, ბილ შენკლი…
ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული. მოსკოვში. მარცხნივ, სსრკ ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ნიკოლაი მოროზოვია. მარჯვნივ კი ფეოლაა. არა, არა, ის ფეოლა კი არა, ნამდვილი ფეოლა! ვისენტე ფეოლა! ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი! ვფიქრობ, ზედმეტია იმის დაზუსტება, რომ ვისენტემ კი არ დაირქვა იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი პერსონაჟის სახელი, პირიქით – ამ ფეოლას სახელი შეარქვეს შეუდარებელი იპოლიტეს პერსონაჟს! მაშინ, ბრაზილიელთა...
ჭიაკოკონა სარბიელში
ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო… ერთხელ… არა, ერთხელ კი არა, არაერთხელ, მაგრამ ერთ-ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას ვიხსენებ. მატჩიდან დაბრუნებულ ბადრის რედაქციაში სინათლე არ დახვდა. რატომღაც, მიზეზს ვერ ვიხსენებ, სარედაქციო...









