დღეს ფეხბურთია… „ბურთი და მოედანი“ გამახსენდა! გენიალური ფილმია! მართალია, ცოტა უტრირებულად, მაგრამ ყველაფერი რეალურია ნაჩვენები ამ ფილმში. მართლაც ასე იყო! თამაშამდე 1-2 დღით ადრე იწყებოდა ფორიაქი, მზადება. იმ, დანიშნულ დღეს, დილიდან მატჩის დაწყებამდე დრო უმოწყალოდ ნელა გადიოდა. დაწყებას კი შემართულნი, დიდი იმედით ველოდით! გამარჯვების და სიამაყის განცდის იმედით! მნიშვნელობა არ ჰქონდა სტადიონზე მივდიოდით, ტელევიზორს მივუსხდებოდით...
Author: ზურაბ ფოცხვერია (ზურაბ ფოცხვერია)
კვარა, არ კმარა?
„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად სპორტულ ჟურნალისტთა მიერ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში დარჩა. იმედია, სამუდამოდ არა და მხოლოდ ჯერჯერობით. ისე, იმედია-მეთქი კი ვამბობ, მაგრამ, ახლა დავფიქრდი, მეტისმეტი ხომ არ მომდის? მე მხოლოდ საკუთარი ფეხბურთმხედველობიდან რაც მგონია მისთვის უკეთესი, იქიდან გამოვდივარ. რეალურად, არც ხვიჩას სურვილი და მიზანი ვიცი მისი სამომავლო კარიერის შესახებ და...
რატომ უკან ?
ფეხბურთის თამაშის არსი, მთავარი მიზანი, გოლის გატანაა! გოლი თუ არ გაიტანე, ვერ გაიმარჯვებ! შესაბამისად, ფეხბურთის იდეა შეტევაა! თამაშის დაწყების, ბურთის თამაშში შეყვანის წესიც ამ იდეის შესაბამისი იყო: მინდვრის ცენტრში, მოწინააღმდეგის კარისკენ სახით მდგომ ფეხბურთელს წინ უნდა გაეგორებინა ბურთი თანაგუნდელისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა თამაში დაწყებულად. ამიტომ იყო რომ მინდვრის ცენტრში ორი ან, ზოგ შემთხვევაში,...
იმიტატორი !
ფეხბურთი! ახლო წარსულში, ასობით ათასი ქართველის სიყვარულის ობიექტი და აქედან გამომდინარე, თითოეულის ცხოვრების ნაწილი იყო! განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა! როცა საქმე ფეხბურთს ეხებოდა, ყველა, დიდიცა და პატარაც, მეცნიერიცა და ხუროც ერთი ჭკუისანი ვიყავით! ერთიანნი ვიყავით! მამაკაცები კი არა, ქალებიც არ ჩამორჩებოდნენ და ნებისმიერი „ნეიტრალური“ დიასახლისიც კი გულწრფელად ინტერესდებოდა „რა ქნა დინამომ“. სულ მცირე, იმიტომ მაინც,...



