„ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა 2026 წლის „ოქროს ბურთისა“ და სხვა ჯილდოების ნომინანტები. საუკეთსოებს 26 ოქტომბერს ლონდონში დაასახელებენ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გარდა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული ჟურნალი დაასახელებს საუკეთესო მეკარეს. ამ ჯილდოს ნომინანტთა შორის არის „პარი სენ ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, რუსი მატვეი საფონოვი. საფონოვის გარდა შორტ-ლისტში არიან ტიბო კურტუა (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/ჩელსი), იასინ ბონო (ალ-ჰილალი), უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ჟოან გარსია (ბარსლეონა), ედუარ მენდი (ალ-აჰლი), გრეგორ კობელი (დორტმუნდი) და ვოზინია (ჩავესი/კოლო-კოლო).
2024 და 2025 წლების გამარჯვებული ლამინ იამალი შესაძლოა ისევ კვარცხლბეკზე ვიხილოთ. ლაპარაკია 21 წელზე უმცროს ფეხბურთელთა შორის საუკეთესოზე. ამ გამოკითხვის ნომინანტები 2026 წლის 31 ივნისამდე უნდა ყოფილიყვნენ 21 წლისანი. „ბარსელონას“ გარემარბის კონკურენტი იქნება მისივე თანაკლუბელი პაუ კუბარსი, „რეალის“ მიერ „ლაიფციგისგან“ 140 მილიონ ევროდ ნაყიდი იან დიომანდე, აიუბ ბუადი, რომელიც „ლილმა“ 100 მილიონ ევროდ „მანჩესტერ სიტის“ მიჰყიდა და ორი ფრანგი: უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) და ელი ჯუნიორ კრუპი (ბორნმუთი). მათ გარდა ნომინანტთა შორის არიან „ბაიერნის“ ლენარტ კარლი, „ზალცბურგიდან“ „იუვენტუსში“ გადასული კერიმ ალაიბეგოვიჩი, „ფრაიბურგიდან“ „ასტონ ვილაში“ გადასული ჟოან მანზამბი და ლევერკუზენელი იბრაჰიმ მაზა.
რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილ ჯილდოს, მას დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ესპანელი მოიგებს. ერთი კანდიდატი გახლავთ ლუის ენრიკე, რომელმაც „პარი სენ ჟერმენს“ ზედიზედ მეორედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, მეორე კი ლუის დე ლა ფუენტე, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. ამ ორის გარდა სიაში კიდევ არიან ესპანელები: ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და ინგლისის ჩემპიონი მიკელ არტეტა და უნაი ემერი, რომელმაც „ასტონ ვილას“ ევროპის ლიგა მოაგებინა (რაც პირადად მისთვის მეხუთე იყო). შორტ-ლისტშია ერთი ბელგიელიც – ვინსენტ კომპანი, რომელმაც „ბაიერნს“ მოაგებინა გერმანიის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი.
გარდა ამისა, „ფრანს ფუტბოლმა“ გამოაქვეყნა იმ ქალ-ფეხბურთელთა, მეკარეთა, ახალგაზრდათა და მწვრთნელთა სიები, რომლებიც კაცთა მსგავსი ჯილდოებისთვის იბრძოლებენ.
კაცთა საუკეთესო კლუბის სახელს ერთმანეთს შეეცილებიან „არსენალი“, „ბაიერნი“, „ბოდო/გლიმტი“, „ფლამენგო“ და პსჟ.
ქალთა კლუბებიდან ნომინირებულია: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ამერიკა“, „ბარსელონა“ და „ლიონი“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
