გიორგი კვერნაძემ „ვენეციასთან“ შეხვედრაში „ფროზინონეს“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი მარცხენა გარემარბის გუნდი 21-ე წუთზე დაწინაურდა – ანტონიო რაიმონდომ გახსნა ანგარიში. მანვე 39-ე წუთზე მეორეც შეაგდო, მაგრამ შესვენების შემდეგ 66-ე და 74-ე წუთებზე ვენეციელებმა – ეკვადორელმა ჯონ იებოამ და ბელგიელმა რიჩი საგრადომ – ჩამორჩენა აღმოფხვრეს. „ფროზინონესთვის“, რომელმაც წინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ 100 წლის იუბილე ჩაუმწარა (3:0) შინ ასეთი ფეხის დაცდენა გულდასაწყვეტი იქნებოდა, რაც კვერნაძემ არ დაუშვა – 83-ე წუთზე მეტოქისგან რიკოშეტით მისულ ბურთს უცბად აუღო ალღო, დასარტყმელ პოზიციაზე შევიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ქართველმა ამ შეხვედრაში კარისკენ სლ 3-ჯერ დაარტყა. მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი ჰქონდა 0.48; 24 პასიდან 20 ზუსტად გადააწოდა (83%); ბურთს 44-ჯერ შეეხო, მათგან მეტოქის საჯარიმოში 5-ჯერ; დრიბლინგის 4 მცდელობიდან 1 ჰქონდა წარმატებული; მონაწილეობა მიიღო 10 დუელში.
flashscore – 7.3; sofascore – 7.2; whoscored – 7.3; fotmob – 7.8
კვერნაძის გუნდს შემდეგი შეხვედრა შაბათს, 12 სექტემბერს გენუაში აქვს „ჯენოას“ წინააღმდეგ, საქართველოს დროით საღამოს 5 საათზე.
ვინაიდან მესამე ტურის შეხვედრები ჯერ არ დასრულებულა, ცხრილი სრულყოფილი არ არის. „ფროზინონეს“ 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
სიახლეები06/09/2026 | 08:18ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა!
