რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა

Home აქეთურ-იქითური რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა
რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა რივალდომ, რომელიც 1997-2002 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდა, თანამემამულე ნეიმარზე ლაპარაკის დროს თქვა:

„ამ ეტაპზე ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში” დარჩება, მაგრამ თავს თუ მოვუყრი ყველაფერს, რაც მის შესახებ მსმენია, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავა „რეალში”. ვიმეორებ, ნეი რომ კიდევ ერთი სეზონით საფრანგეთში დარჩება, ამას წყალი არ გაუვა, თუმცა… თანამედროვე სატრანსფერო ბაზარი იმდენად გიჟურია, რომ არასდროს იცი რა მოხდება”.

ეს ინფორმაცია კატალონიურმა გამოცემა „სპორტმა” დაწერა, რომელმაც რივალდოს ნათქვამს სავარაუდოდ იმიტომ მიაქცია ყურადღება, რომ ისიცა და ნეიმარიც ბრაზილიელები და ყოფილი ბარსელონელები არიან.

როგორც ჩანს, ეჭვი იმის შესახებ, რომ ბოლოწამს „რეალი” მაინც შეეცდება ნეიმარის ყიდვას მაინც არსებობს, თუმცა მადრიდელთა ახალმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ თქვა, რომ მის ხელთ არსებული შემადგენლობით კმაყოფილია და რადიკალურ ცვლილებებს არ აპირებს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...