ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი რივალდო, უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის „რეალიდან“ შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.
„გავრცელდა ხმები, რომ ბეილით MLS-ის კლუბები არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, უელსელ ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს იმის პოტენციალი, რომ საკუთარი თავი ევროპაში წარმოაჩინოს. 30 წლის არის, ამერიკაში წასვლა არ უნდა იჩქაროს. ასევე ვფიქრობ, რომ მისი კარიერა „რეალში“ თითქმის დასრულებულია და სათამაშო წუთები შეზღუდული ექნება. განსაკუთრებით, იმ ახალი ფეხბურთელების ფონზე, რომლებიც მადრიდულ კლუბში ზაფხულში მივიდნენ. ბეილი მადრიდში საკვანძო ფეხბურთელი აღარ არის და არც ისე ენდობიან, როგორც ადრე. აქედან გამომდინარე, მან „რეალი“ უნდა დატოვოს, მაგრამ ევროპაში უნდა დარჩეს. 2-3 წელი კიდევ სჭირდება ფეხბურთს. ვფიქრობ, ინგლისური ფეხბურთი მისთვის ზედგამოჭრია და იქ დაბრუნდება.
„ნიუკასლში“ ახალი მფლობელის მისვლამ კლუბს ფინანსური პრობლემები მოუხსნა და მისთვის მშვენიერი ადგილი იქნება კარიერის გასაგრძელებლად. იქ ვარსკვლავის სტატუსსაც დაიბრუნებს და ფულსაც გამოიმუშავებს. „ნიუკასლში“ ტოპ-კლასის ფეხბურთელობის დამტკიცების კარგი შანსი ექნება, თუმცა ამას მარტო მას არ ვურჩევ – „ჯორდებსაც“ იგივეს ვეტყოდი. ბეილი იქ მთავარი ვარსკვლავი გახდება და გუნდსაც კარგ შედეგებამდე მიიყვანს“, – ამბობს ბრაზილიელი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
