ქალო გნახე ტელეფონით…

Home აქეთურ-იქითური ქალო გნახე ტელეფონით…
ქალო გნახე ტელეფონით…

ბრაზილიისა და ისრაელის ვეტერანთა ნაკრებებმა ჰაიფაში საქველმოქმედო მატჩი გამართეს, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს. ბრაზილიელთა რიგებში რონალდინიომ, რივალდომ, რობერტო კარლოსმა და კაფუმ ითამაშეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, უჩვეულო ეპიზოდის გამო, კაკა მოექცა.

საქმე ისაა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში როცა ბრაზილიელები 3:2 იგებდნენ, ქალმა არბიტრმა ლილა ასულინმა, თამაში გააჩერა და ყოველგვარი მიზეზის გამო კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა.

ბრაზილიელი გაოცებული უცქერდა მსაჯს, სანამ მან უკანა ჯიბიდან ტელეფონი არ ამოიღო და სელფის გადაღება არ სთხოვა. ცხადია, კაკას მისთვის უარი არ უთქვამს.

ფეხბურთელები გახალისდნენ, კაკას თანაგუნდელებმა ლილას ხელი ჩამოართვეს. ისრაელის ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშე კი გაოგნებული იყურებოდა. ეგრემც ვერ მიხვდა, რა მოხდა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.