ყოფილი და მოქმედი ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც პელეს დაკრძალვაზე არ მივიდნენ, გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მათ დაემდურნენ, ვინც სოციალურ ქსელებში სამძიმარი დაწერა, დასაფლავებაზე კი არ ჩავიდა. უპირველესად პელეს თანაკლუბელ, სანტოსელ ნეიმარს „მოხვდა.“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა პელესადმი გამოსათხოვარი წერილი დაწერა, თუმცა ამით ფანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ერთი ქომაგი წერს: „ლაპარაკი ადვილია. შენ დაკრძალვაზე მამა გაგზავნე, თავად კი…
ჯერჯერობით ბოლო ბრაზილიელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო – კაკა. სიახლე კაკაზე: A ლიცენზია მიიღო და მწვრთნელობა სურს. გადაწყვიტა, ამ საქმიანობას მიჰყვეს, ოღონდ ჯერ არ იცის, სად იმუშავებს. ბრაზილიური საიტები წერენ, რომ სავარაუდოდ, კაკა სამშობლოში დაიწყებს. „სწავლა დამთავრებულია. ახლა გუნდი დამრჩა“, – თქვა კაკამ, რომელმაც 5 წლის წინათ ამერიკულ „ორლანდო სიტიში“ დაასრულა კარიერა. 2000-იანების შუაში რომ…
ესპანეთის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალში, რომელიც პანდემიის გამო მხოლოდ გუშინ შედგა, „სოსიედადმა“ „ბილბაო“ დაამარცხა. საფეხბურთო საზოგადოებას უყვარს ცრურწმენები. ერთ-ერთის თანახმად, ფინალის დაწყებამდე თასს არ უნდა შეეხო, თორემ უსათუოდ წააგებ. ბილბაოელთა კაპიტანმა იკერ მუნიაინმა მოედანზე გასვლისას ეს „წესი“ დაარღვია და თასს შეეხო. ჰოდა, ნამატჩევს თასი მეტოქეს ერგო, მუნიაინს და მის თანაგუნდელებს კი მხოლოდ ფინალისტების სამახსოვრო მედლები…
გთავაზობთ მორიგ ისტორიას ესპანური გაზეთის „მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ეს გახლავთ სახალისო ისტორიების კრებული, რომლებიც ხსენებული გამოცემის ჟურნალისტებმა თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ან ვერ გამოაქვეყნეს. დღეს გვინდა გიამბოთ, როგორ დაარიგა ლეგენდარულმა რაულმა ბრაზილიელ კაკას ჭკუა. 2009-10 წლების სეზონის მეორე წრე მიმდინარებოდა, როდესაც რაული დაშავდა. მან 10 აპრილს „ელ კლასიკოში”…
ბრაზილიისა და ისრაელის ვეტერანთა ნაკრებებმა ჰაიფაში საქველმოქმედო მატჩი გამართეს, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს. ბრაზილიელთა რიგებში რონალდინიომ, რივალდომ, რობერტო კარლოსმა და კაფუმ ითამაშეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, უჩვეულო ეპიზოდის გამო, კაკა მოექცა. საქმე ისაა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში როცა ბრაზილიელები 3:2 იგებდნენ, ქალმა არბიტრმა ლილა ასულინმა, თამაში გააჩერა და ყოველგვარი მიზეზის გამო კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა….
ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ. ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა. 1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ…
ანდრეი შევჩენკო ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და მისი მოსაზრება ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ყოველთვის ანგარიშგასაწევია. რამდენიმე დღის წინ შევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ ინტერნეტარხ DAZN-ს. ჟურნალისტმა ახლა უკვე უკრაინის ნაკრების დამეიგებელს სთხოვა, მისი დროის „მილანის“ საუკეთესო შემადგენლობა დაესახელებინა. შევჩენკოს რჩეული თერთმეტეული (4-4-2) ასე გამოიყურება: დიდა – კაფუ, ნესტა, კოსტაკურტა, მალდინი – გატუზო, პირლო, კაკა,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes