ჭდე: რობერტო კარლოსი

Home რობერტო კარლოსი
პატარა ნეიმარი რეალში
ჩანაწერი

პატარა ნეიმარი რეალში

პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში „რეალის“ აკადემიაში მიიწვიეს. „ეს გასინჯვა იყო. 10 წლის ვიყავი. „გალაქტიკოსის“ პერიოდში… რომელიღაც თამაში მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველა გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. მგონი, ორი რონალდომ, ერთი რობერტო კარლოსმა, ჟულიო ბაპტიშტამ საჯარიმო და რობინიომაც. მადრიდში ერთი კვირა დავრჩი. მეხუთე დღეს მათ მითხრეს, რომ ტურნირზე სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ უარი...

რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო
ჩანაწერი

რობერტო კარლოსი: ჩემი რონალდო შეუდარებელი იყო

ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ლეგენდა რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მის თანამემამულე რონალდოს — ლუის ნაზარიო დე ლიმას — ვერც ლეო მესი შეედრება და ვერ კრიშტიანუ რონალდუ. კარიერის განმავლობაში, კარლოსი ფენომენ რონალდოსთან ერთად ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა და კლუბშიც. მათ ერთად უდიდესი სანაკრებო და საკლუბო ჯილდოები მოიპოვეს — გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთ ტიტულს...

ქალო გნახე ტელეფონით…
ჩანაწერი

ქალო გნახე ტელეფონით…

ბრაზილიისა და ისრაელის ვეტერანთა ნაკრებებმა ჰაიფაში საქველმოქმედო მატჩი გამართეს, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს. ბრაზილიელთა რიგებში რონალდინიომ, რივალდომ, რობერტო კარლოსმა და კაფუმ ითამაშეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, უჩვეულო ეპიზოდის გამო, კაკა მოექცა. საქმე ისაა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში როცა ბრაზილიელები 3:2 იგებდნენ, ქალმა არბიტრმა ლილა ასულინმა, თამაში გააჩერა და ყოველგვარი მიზეზის გამო კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა....

ქარი ქრის? ქარი ქრის? ქარი ქრის? 🎥
ჩანაწერი

ქარი ქრის? ქარი ქრის? ქარი ქრის? 🎥

ეს იყო საფრანგეთში. 1997 წელს. არაოფიციალურ ტურნირზე, რომელსაც სახელიც მარტივი დაარქვეს: “ტურნუა დე ფრანს”. მასპინძლების გარდა მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებები. “ტურნუას” მიზანი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება გახლდათ. 98-ის მუნდიალი იქვე, საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო. “ტურნუას” ჩემპიონი გახდა ინგლისი, მეორეზე გავიდა ბრაზილია, მესამეზე საფრანგეთი და მეოთხეზე “სკუადრა აძურა”, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამ შეჯიბრებიდან...