ტიტეს წასვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტურია. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას გვარებმა კი გაიჟღერა, მაგრამ გადაჭრით არაფერი თქმულა. ამასთან, ბრაზილიის ნაკრებში უცხო ტომელის ხილვა არც თავად ბრაზილელებს სურთ. პირველი ამის წინააღმდეგ რივალდო წავიდა. „სხვა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგი ვარ. ეს ბრაზილიელელი მწვრთნელების უპატივცემულობაა. გვყავს ჩვენ ისეთი სპეციალისტები, ვისაც შეუძლიათ...
ჭდე: ტიტე
კაცი, რომელიც სინდისის წინაშე მართალია
ტიტე რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის თანამდებობიდან გადადგებოდა, ეს ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო ცნობილი, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა. „მწარედ დავმარცხდით, მაგრამ სინდისის წინაშე მართალი ვარ, — თქვა ხორვატიასთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ „სელესაოს” აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, — ვადასტურებ, რომ ეს ნაკრებში ჩემი მუშაობის დასასრულია. ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ მქონდა გამოცხადებული”. შემდეგ ტიტეს გაშვებული გოლი...
რატომ იცეკვა ტიტემ
„ტოტენჰემის” 25 წლის თავდამსხმელმა რიშარლისონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მერვედფინალურ შეხვედრაში (4:1), მესამე გოლი გაიტანა, ხოლო „სელეაოს” მწვრთნელმა ტიტემ ბიჭებთან ერთად „მტრედის ცეკვა” სწორედ მისი გოლის შემდეგ იცეკვა. ტიტეს ცეკვამ მსოფლიო მოიარა, ზოგმა იხალისა, ზოგი გაღიზიანდა, თავად მწვრთნელმა კი სიტყვა შეასრულა — თურმე ტიტეს რიშარლისონისთვის უთქვამს, თუ გოლს გაიტან, შენთან ერთად ვიცეკვებო. „ბიჭების...
წერტილი !
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა „ლივერპულის“ თავდამსხმელი რობერტო ფირმინო. სამაგიეროდ ყატარში მიემგზავრება 39 წლის მცველი დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: მეკარეები ალისონი („ლივერული“, ინგლისი), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ვევერტონი („პალმეირასი“, ბრაზილია); მცველები დანილო („იუვენტუსი“, იტალია), დანი ალვეში („პუმასი“, მექსიკა), ალექს სანდრო („იუვენტუსი“, იტალია), ალექს...
ტიტე მბაპეს პასუხობს
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გამონათქვამს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი მატჩები უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთ ამერიკისა. „მგონია, რომ მბაპე ერთა ლიგის, ან ამხანაგური მატჩების შესახებ საუბრობს და არა მონდიალის შესარჩევ შეხვედრებზე. დიდი პატივსიცემის მიუხედავად, ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი და ისეთი გუნდები, რომლებთანაც...
გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებში?
„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისში გვარდიოლა „სელესაოს“ თავკაცობის იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. ოღონდ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, როცა ახლანდელ დამრიგებელ ტიტეს, კონტრაქტის ვადა ამოეწურება (2022 წლის 31 დეკემბერს). წყაროს ცნობით, ბრაზილიიდან უკვე დაუკავშირდნენ ესპანელ სპეციალისტსა და მის წარმომადგენლებს. კონკრეტული ციფრებიც დაუსახელეს: კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო...
ტიტეს ხუთოსნები
ბრაზილიის ნაკრებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ტიტული მოიგო. ისტორიაში მეცხრედ, „სელესაომ“ წარმატებას „კოპა ამერიკაზე“ მიაღწია, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. პერუსთან ფინალურ შეხვედრაში 3:1 გამარჯვების შედეგად, ბრაზილიამ საკუთარი მიღწევა ხელუხლებელი დატოვა და იმ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, სამშობლოში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ყველა ჩემპიონატი რომ მოუგიათ, თანაც მეხუთედ. პერუელებს პირველი ბურთი ევერტონმა შეუგდო, მან გაბრიელ ჟეზუსის პასით ისარგებლა....
ვითომ არგენტინა -ბრაზილია?
კოპა ამერიკას მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ გავიდნენ ნახევარფინალში. პარაგვაი ბრაზილიისთვის ჯადოდ იქცა. ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ (2011, 2015) ბრაზილიელები სწორედ მათთან დამარცხდნენ და ორივეჯერ პენალტების სერიაში. 2011 წლის გათამაშება საერთოდაც ისტორიული იყო. პარაგვაი ფინალში ისე გავიდა, ერთი მატჩიც არ მოუგია. ჯგუფიდან სამი ფრით გასულებმა მეოთხედფინალში ბრაზილია, ნახევარფინალში კი ვენესუელა პენალტებით დაამარცხეს. მათი დამარცხება ფინალში ურუგვაიმ...
ბავშვობიდან მატყუარა
მესისა და რონალდუს გავარდნის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ნეიმარი მოექცა. ეს მისი კარგი თამაშის გადა თეატრალური კოტრიალისა და ტყუილი წაქცევების დამსახურებაც არის. საინტერესოა, რომ ჟურნალისტებმა ამოქექეს 2012 წლის ამბავი, როდესაც ნეი ჯერ კიდევ „სანტოსში” თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი ტიტე „კორინთიანსს” წვრთნიდა. „სანტოსისა” და „კორინთიანსის” მაშინდელი თამაში „კორინთიანსის” გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა, მეტოქის...
თერთმეტი ბრაზილიელი
რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ოთხი თვეა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ ტიტეს უკვე შეუძლია ზუსტად დაასახელოს თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. UOL Esportes-თვის მიცემულ ინტერვიუში ტიტემ ის თერთმეტი კაცი ჩამოთვალა, რომელიც E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს: ალისონი; მარსელო, მირანდა, მარკინიოსი, დანი ალვეში; პაულინიო, რენატო აუგუსტო, კაზემირო; ნეიმარი, კოუტინიუ, გაბრიელ ჟესუსი. ჩამოთვლილთა გარდა ტიტემ ის...









