ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა „ლივერპულის“ თავდამსხმელი რობერტო ფირმინო. სამაგიეროდ ყატარში მიემგზავრება 39 წლის მცველი დანი ალვეში.
ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები ალისონი („ლივერული“, ინგლისი), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ვევერტონი („პალმეირასი“, ბრაზილია);
მცველები დანილო („იუვენტუსი“, იტალია), დანი ალვეში („პუმასი“, მექსიკა), ალექს სანდრო („იუვენტუსი“, იტალია), ალექს ტელესი („სევილია“, ესპანეთი), ტიაგო სილვა („ჩელსი“, ინგლისი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ედერ მილიტაო („რეალი“, ესპანეთი), ბრემერი („იუვენტუსი“, იტალია);
ნახევარმცველები კაზემირო („მანჩეტსერ იუნაიტედი“, ინგლისი), ფაბინიო („ლივერპული“, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში („ნიუკასლი“, ინგლისი), ფრედი („მანჩეტსერ იუნაიტედი“, ინგლისი), ლუკა პაკეტა („ვესტ ჰემი“, ინგლისი), ეცერტონ რიბეირო („ფლამენგო“, ბრაზილია).
თავდამსხმელები ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“, ესპანეთი), გაბრიელ ჟეზუსი („არსენალი“, ინგლისი), ანტონი („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი), რაფინია („ბარსელონა“, ესპანეთი), რიშარლისონი („ტოტენჰემი“, ინგლისი), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“, ინგლისი), როდრიგო („რეალი“, ესპანეთი), პედრო („ფლამენგო“, ბრაზილია).
შეგახსენებთ, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გასტანს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
