ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ (3:0) დუბლის გატანით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისური გუნდების მაისურებით მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 198-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში ორჯერ. მერსისაიდელთა მაისურით ეგვიპტელმა ყველა შეჯიბრების გათვალისწინებით 322 მატჩი ჩაატარა. მან გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში (147 გოლი), ევროპის თასის შეჯიბრებებში (44 გოლი), ასოციაციის თასზე (5),...
ჭდე: რობერტო ფირმინო
წერტილი !
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა „ლივერპულის“ თავდამსხმელი რობერტო ფირმინო. სამაგიეროდ ყატარში მიემგზავრება 39 წლის მცველი დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: მეკარეები ალისონი („ლივერული“, ინგლისი), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ვევერტონი („პალმეირასი“, ბრაზილია); მცველები დანილო („იუვენტუსი“, იტალია), დანი ალვეში („პუმასი“, მექსიკა), ალექს სანდრო („იუვენტუსი“, იტალია), ალექს...
ბრაზილიის 100 წუთი
ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფლეი-ოფი იწყება, ოკეანის გადაღმა მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ კი ჯერაც ჯგუფური ეტაპი მიდის. მეოთხე ტურში სრულიად ტურნირის მატჩი-მშვენება გაიმართა. კოლუმბიელთა ჯიგრიანი კრებული თითქმის ბოლომდე უგებდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ბრაზილიას. შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ მხოლოდ 78-ზე გაქვითა. მერე კი კაზიმირომ გამარჯვებისაც გაიტანა. გოლი ოფიციალურად 90-ე წუთზე აღირიცხა, თუმცა ამ დროს მე-10 დამატებული წუთი მიდიოდა. თითქოს...
ტაკუმი ენფილდზე
ტაკუმი მინამინო „ლივერპულში“ ჩავიდა და დღეს „ენფილდზე“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვარაუდობენ, რომ „ზალცბურგის“ 24 წლის იაპონელი ვარსკვლავი მერსისაიდულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ლივერპული“ კი „ზალცბურგს“ 7,25 მილიონ გირვანქას გადაუხდის. მოლაპარაკებები უკვე დამთავრებულია, მხოლოდ წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. მინამინო კლოპს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს მოსვლია თვალში. ვერცხლისწყალივით მოძრავი, სწრაფი და დაუღალავი აზიელი, ალბათ, კარგად მოერგება...
ლივერპული იწყებს
ჩემპიონთა ლიგის მომგები „ლივერპული,“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გასულ კვირას მათ პირველად ივარჯიშეს „მელვუდის“ საწვრთნელ ბაზაზე. იურგენ კლოპის განკარგულებაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ, 17 წლის ჰოლანდიელი ახალწვეულის, სეპ ვან დენ ბერგის ჩათვლით, რომელიც მერსისაიდელებს „ზვოლედან“ შეუერთდა ორიოდ კვირის წინ. გამოცდილთაგან ივარჯიშა ჯეიმს მილნერმა. აქტიურები იყვნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ადამ ლალანა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობენ....
ვითომ არგენტინა -ბრაზილია?
კოპა ამერიკას მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ გავიდნენ ნახევარფინალში. პარაგვაი ბრაზილიისთვის ჯადოდ იქცა. ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ (2011, 2015) ბრაზილიელები სწორედ მათთან დამარცხდნენ და ორივეჯერ პენალტების სერიაში. 2011 წლის გათამაშება საერთოდაც ისტორიული იყო. პარაგვაი ფინალში ისე გავიდა, ერთი მატჩიც არ მოუგია. ჯგუფიდან სამი ფრით გასულებმა მეოთხედფინალში ბრაზილია, ნახევარფინალში კი ვენესუელა პენალტებით დაამარცხეს. მათი დამარცხება ფინალში ურუგვაიმ...
… მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს
მადლობა „ლივერპულს“! წუხელ ინგლისურმა კლუბმა დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ხდება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთანაც კი ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. გერმანელმა იურგენ კლოპმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „ლივერპული“ შეკრა და ისე ამოქოქა, ესპანელ ერნესტო ვალვერდეს აღიარებინა: „მათ ასფალტის სატკეპნივით გადაგვიარეს“. და, რაღა თქმა უნდა, „ენფილდის“ განუმეორებელი ატმოსფერო, საკუთარი გუნდის რწმენა და ფანტასტიური ქომაგობა. ეს ატმოსფეროა, სტუმარს...





