ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გამონათქვამს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი მატჩები უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთ ამერიკისა.
„მგონია, რომ მბაპე ერთა ლიგის, ან ამხანაგური მატჩების შესახებ საუბრობს და არა მონდიალის შესარჩევ შეხვედრებზე. დიდი პატივსიცემის მიუხედავად, ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი და ისეთი გუნდები, რომლებთანაც შეიძლება დაისვენო. ჩვენთან ყველა თამაში ომია. სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლი გაცილებით რთულია ევროპულზე,“ – ამბობს ტიტე.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება ყატარში.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
