ათენში მიმდინარე „აკროპოლისის თასზე“ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ილიას ზუროსის შეგირდები ამჯერად მასპინძლებთან დამარცხდნენ – 67:80.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბერძნები სათამაშოდ იანის ადეტოკუმბოს გარეშე გავიდნენ. ასევე აღსანიშნავია ფაქტია, რომ საქართველო ყოველთვის კარგად იწყებს და პირველი ტაიმი ამჯერადაც მოიგო, მაგრამ ბოლომდე ძალების გადანაწილება უჭირს, რის გამოც დასკვნით ნაწილს აგებს.
ვერც იმას გავექცევით, რომ გუნდს უჭირს კომბინაციური თამაში და მხოლოდ ინდივიდუალურ მომენტებზე ვართ დამოკიდებული. თად მაკფადენი, რომლის თამაშზე ბევრია დამოკიდებული, აშკარად შორს არის სასურველი ფორმისგან. ძველებურ ფორმაში ვერ არის ვეტერანი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილს ჯერ თამაშის დალაგება უჭირს.
დავრჩით „მაღლების“ იმედად: სანდრო მამუკელაშვილმა 21 ქულა დააგროვა, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა – 13-13.
საქართველოს ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ გამოსვლას ხვალ პოლონეთთან მატჩით დაასრულებს, რომელმაც დღეს თურქეთის ნაკრებს 87:86 აჯობა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
