„ტოტენჰემის” 25 წლის თავდამსხმელმა რიშარლისონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის მერვედფინალურ შეხვედრაში (4:1), მესამე გოლი გაიტანა, ხოლო „სელეაოს” მწვრთნელმა ტიტემ ბიჭებთან ერთად „მტრედის ცეკვა” სწორედ მისი გოლის შემდეგ იცეკვა. ტიტეს ცეკვამ მსოფლიო მოიარა, ზოგმა იხალისა, ზოგი გაღიზიანდა, თავად მწვრთნელმა კი სიტყვა შეასრულა — თურმე ტიტეს რიშარლისონისთვის უთქვამს, თუ გოლს გაიტან, შენთან ერთად ვიცეკვებო.
„ბიჭების ენასთან ადაპტაცია ვცადე, მეტი არაფერი. ეს კი ცეკვისა და ხალისის ენაა. პაულო ბენტუს (სამხრეთ კორეის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი) შეურაცხყოფა თავში აზრადაც არ მომსვლია. ამას როგორ ვიკადრებდი, მე ხომ მას დიდ პატივს ვცემ. ის „კრუზეიროს” ტაძრიდან არის. უბრალოდ, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი”, — განმარტა მატჩის შემდგომ ტიტემ.
53 წლის პაულო ბენტუ 2016 წელს ბრაზილიაში, ბელო ორიზონტეს „კრუზეიროს” წვრთნიდა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
