ომანელმა ვექილმა აჰმედ ალ ბარვანიმ ლეო მესის მილიონი დოლარი შესთავაზა — მას ის ბიშტი უნდა, რომელიც არგენტინის ნაკრების კაპიტანს მსოფლიოს ჩემპიონატის დაჯილდოებაზე ეცვა. ალ ბარვანიმ მესის ტვიტერის საშუალებით მიმართა: „ომანის სასულთნოდან გილოცავთ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებას. არაბული ბიშტი გონიერებისა და სიბრძნის სიმბოლოა. მე თქვენ მასში მილიონ დოლარს გთავაზობთ”. ბიშტი არაბული ტრადიციული სამოსია, რომელიც დიდწილად...
ჭდე: ყატარი 2022
ბურთი, რომელიც ლეომ საფრანგეთის კარში შეაგდო
შეიძლება ბურთი 21 000 დოლარი ღირდეს? რასაკვირველია შეიძლება თუკი ეს ბურთი ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების კარში შეაგდო. ლაპარაკია გოლზე, რომელიც არგენტინამ დამატებით დროში გაიტანა. ხსენებული ბურთი ახლა არგენტინელ ძმებს ხუანსა და იგნასიოს ეკუთვნის. ისინი დოჰაში ფინალს ესწრებოდნენ და გაუმართლათ. „ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, — უთხრეს მათ „ტელეფეს”, — ეს ხომ ბოლო 30 წლის...
იმედგაცრუება: რონალდუ და მსაჯობა
„მარკას” აზრით ლოთარ მათეუსი ყოველთვის მიზანში არტყამს; პირდაპირი კაცია. გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამჯერად კრიშტიანუ რონალდუს „დაუმიზნა”. საერთოდ, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება. „რონალდუს ისეთი დიდი ეგო აქვს, რომ გუნდიც დააზიანა და თავიც, — თქვა მათეუსმა „ბილდთან” ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემიონატზე მსჯელობისას, — იმაში, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო ორი აზრი არ...
ლეო მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი ეიფორიაში იყო, — წერს ესპანური „მარკა”. მან არგენტინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, ვიცოდი უფალი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოცემას რომ მიპირებდაო. „შთამბეჭდავია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — ვიცოდი, რომ ღმერთი ადრე თუ გვიან ჩემთვის ამის მოცემას აპირებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ წინასწარ...
საინტერესო ამბები გიჟური ფინალის ირგვლივ
მსოფლიოს ჩემპიონატის გიჟურ ფინალს სხვა სიგიჟეებიც მოჰყვა. აი, ერთ-ერთი მათგანი: არგენტინის მოზეიმე ნაკრების შემყურე ხალხმა ძველი ფოტოები გადაქექა და აღმოაჩინა, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონა გენიალური ფეხბურთელის გარდა წინასწარმეტყველიც ყოფილა. ჩვენ ეს იტალიური პრესიდან შევიტყვეთ. კერძოდ, 2022 წლამდე არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი 36 წლის წინ, 1986-ში გახდა. გამარჯვებულ გუნდს დაჯილდოების ცერემონიალზე მაშინაც უამრავი ფოტო გადაუღეს, რომელთა შორის...
განრისხება მაროკოულად
მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატი განრისხებულმა დაასრულა. აფრიკელებმა მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ მათი დამარცხება ცუდმა მსაჯობამ განაპირობა და დასრულდა თუ არა შეხვედრა, არბიტრებს შემოეჯარნენ. მათ ყატარელი მსაჯის აბდულრაჰიმ ალ-ჯასიმისა და მისი კოლეგების რამდენიმე გადაწყვეტილებასთან ჰქონდათ პრეტენზია. რამდენადაც შორიდან ჩანდა, მაროკოელთა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ სცადა ვითარების განმუხტვა. მან თავის ფეხბურთელებს მსაჯებისგან გაცლა სთხოვა....
მოკლეს!
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და 18 დეკემბერს, ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის შემდეგ საფრანგეთის ქალაქბში: პარიზში, ნიცასა და მონპელიეში არეულობები მოხდა. ერთმანეთს ფრანგი და ეთნიკურად მაროკოელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მოშუღართა დასაშოშმინებლად. პოლიციამ დაადასტურა, რომ არეულობისას 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მანქანასთან, რომელშიც ფრანგი ფანები ისხდნენ, უცნობები...
ბონო ესპანურმა პრესამ დაიცვა
ესპანურ პრესაში წერენ, რომ „სევილიას” მაროკოელ მეკარეს იასინ ბონოს ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანის სახელი აქვს, მაგრამ ბოლო დღეებში ის სიცრუის მსხვერპლი გახდა. 31 წლის მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, კანადასთან და ისიც ავტოგოლი იყო. მერვედფინალში, ესპანეთის ნაკრებთან მან პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია, რითაც გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. მეოთხედფინალში ბონომ პორტუგალიასთან შეინახა კარი...
მბაპემ ფრანგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა
საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო დ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას უნდა შეხვდეს. შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „პარი სენ ჟერმინის” ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ბურთს ფეხი დაარტყა და „ალ ბაით სთედიუმზე” შეკრებილ გულშემატკივართაგან ერთ-ერთს გაარტყა. ფრანგი ქომაგი ნოკდაუნში ჩავარდა. მას მბაპეს დარტყმული სახეში მოხვდა. საბედნიეროდ სისხლი არ გამოსვლია. 23 წლის (24 წლის...
წერტილის აქ დასმა საუკეთესო გადაწყვეტილებაა
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე რიტუალად დამკვიდრდა, ყოველი თამაშის შემდეგ ლეო მესი არგენტინულ „ოლეს” აძლევს ინტერვიუს. ასე იყო საუდის არაბეთთან წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ და ასე მოხდა მას მოყოლებული ხუთი მოგებული მატჩის მერეც. ხორვატიასთან თამაშის შემდეგ მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელი ბედნიერი იყო რადგან არგენტინის ნაკრები ისტორიაში მეექვსედ გავიდა მუნიალის ფინალში — მის კარიერაში მეორედ. ლეო 35 წლისაა....









