მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და 18 დეკემბერს, ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ საფრანგეთის ქალაქბში: პარიზში, ნიცასა და მონპელიეში არეულობები მოხდა. ერთმანეთს ფრანგი და ეთნიკურად მაროკოელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მოშუღართა დასაშოშმინებლად.
პოლიციამ დაადასტურა, რომ არეულობისას 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მანქანასთან, რომელშიც ფრანგი ფანები ისხდნენ, უცნობები მივიდნენ და საფრანგეთის დროში ჩამოხევა მოინდომეს, რომელიც ავტომობილის ფანჯრიდან ჩანდა. მძღოლმა უცებ დასძრა მანქანა და წინ მდგომ ბიჭს დაეჯახა. 14 წლის ყმაწვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
