ჭდე: ყატარი 2022

Home ყატარი 2022
ოფსაიდი თანამსაჯის საქმე აღარ იქნება
ჩანაწერი

ოფსაიდი თანამსაჯის საქმე აღარ იქნება

ბოლო წლებში ფეხბურთი გვარიანად შეიცვალა და სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება — ფიფა ოფსაიდის წესში კვლავ აპირებს ჩარევას. მიზანი: შემცირდეს ადამიანთათვის დამახასიათებელი შეცდომები. ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმღვანელი არსენ ვენგერი თამაშგარის შეფასების სრულ ავტომატიზაციას მოითხოვს. დავაზუსტოთ: მას სურს, რომ ოფსაიდის დანიშვნა თანამსაჯის საქმე საერთოდ აღარ იყოს. ვენგერმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „საამისოდ მართლა ბევრი ვარიანტი არსებობს....

თურმე მთავრობა ჯაშუშობს
ჩანაწერი

თურმე მთავრობა ჯაშუშობს

ინგლისის ნაკრებში არეულობა მწიფდება.  როგორც გაირკვა, სულ მცირე ხუთი ფეხბურთელი აცხადებს აცრაზე უარს. თან, ხუთიდან სამი ძირითადი შემადგენლობის წევრია. ისინი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ. არადა, ინგლისის ნაკრებს ანდორასა და უნგრეთთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ახლავე დაიბევოს ადგილი და დარჩენილი პერიოდი ფინალური ეტაპისთვის მზადებას მოანდომოს. ბრიტანული პრესა წერს, რომ „მოჯანყეებს“ აცრის საწინააღმდეგოდ სულელური მიზეზები...

ვენგერი შეიძლება დაბრუნდეს
ჩანაწერი

ვენგერი შეიძლება დაბრუნდეს

დაირხა ხმა, თითქოს არსენ ვენგერი მწვრთნელის საქმეს უბრუნდება. ლაპარაკია, შვეიცარიის ნაკრების სათავეში ჩადგომაზე. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალს” 2018 წელს დაშორდა. მას მერე, ვენგერს პრაქტიკულ საქმეზე აღარსად უმუშავია. ის ფიფაში გლობალური განვითარების შეფობით იქცევდა თავს. ვენგერი 71 წლისაა. შვეიცარიის ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი სჭირდება. ვლადიმირ პეტკოვიჩმა გუნდი დატოვა და „ბორდოს” ჩაუდგა...

ჩანაწერი

ოცნებას კაცი არ მოუკლავს…

უეფას შტაბ-ბინაში გამართული მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. არავითარი მოწვეული სტუმრები, ონლაინ რეჟიმი და ორად ორი გამონაკლისი – დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცერემონიაში. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ: ალბათ თითოეული ჩვენგანი ადგენდა ყველაზე სასურველი ქვეჯგუფის ვერსიას და ყველა კალათიდან თითქმის უმჯობესი გუნდი კი გვერგო. დეტალურად...

კორონა ყატარამდე ვერ მიაღწევს
ჩანაწერი

კორონა ყატარამდე ვერ მიაღწევს

„მსოფლიო ჩემპიონატი დათქმულ ვადებში გაიმართება. მანამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი და კორონავირუსზე კონტროლს დავამყარებთ. დრო საკმაოდ არის,“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და იმედიანად აღნიშნა, რომ კორონავირუსი ყატარი 2022-ის მაყურებლებით ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. შესარჩევის ყველა მატჩი გაისად ჩატარდება. პირველი ტური 24 – 25 მარტს გაიმართება. მონდიალი, როგორც იცით, ზამთარი იქნება: 21 ნოემბრიდან 18...

რუსული ფხბურთის შავი დღე
ჩანაწერი

რუსული ფხბურთის შავი დღე

beIN Sports იტყობინება, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთს ფრიად სამწუხარო ამბავი შეატყობინა – სამეზობლოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონტზე ვერ ითამაშებს. „მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს ყატარის მუნდიალზე მონაწილეობის აკრძალვის შესახებ აცნობა“, – წერია beIN Sports-ის ტვიტერ-გვერდზე. შეგახსენებთ, რომ იანვარში WADA-მ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში 145 გაყალბებული დოპინგ-სინჯი აღმოაჩინა, რის შემდეგაც რუსებს შავი დღე აყარა და...

რისკის შიში
ჩანაწერი

რისკის შიში

მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლაზეც უარი ეთქვათ. სებასტიან კოეს განმარტებით, რუსი მძლეოსნები ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში არ მიუძღვით ბრალი და თუ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიმართ ნდობა აღდგება. მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, რომელსაც World...