
დაირხა ხმა, თითქოს არსენ ვენგერი მწვრთნელის საქმეს უბრუნდება. ლაპარაკია, შვეიცარიის ნაკრების სათავეში ჩადგომაზე.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალს” 2018 წელს დაშორდა. მას მერე, ვენგერს პრაქტიკულ საქმეზე აღარსად უმუშავია. ის ფიფაში გლობალური განვითარების შეფობით იქცევდა თავს.
ვენგერი 71 წლისაა.
შვეიცარიის ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი სჭირდება. ვლადიმირ პეტკოვიჩმა გუნდი დატოვა და „ბორდოს” ჩაუდგა სათავეში.
შვეიცარიული წყაროები წერენ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას სასურველ კანდიდატთა სიაში პირველ ადგილზე არსენ ვენგერი უწერია. შვეიცარიელთა ამოცანა მკაფიოა: გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უნდა დაძლიოს და 2022 წლის ნოემბერში ყატარში იასპარეზოს.
საინტერესო ფაქტია, რომ შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას ვენგერის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა ჯერ კიდევ 1995 წელს უნდოდა, როდესაც ფრანგი იაპონურ „ნაგოია გრამპუსში” მუშაობდა. მაშინ, ვენგერმა კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა არ ისურვა.
ვენგერი კიდევ იმიტომაც არის შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელობისთვის სასურველი კანდიდატი, რომ ექვსი ენა იცის. ამ ენებს შორის არის ის ენები, რომელთაც შვეიცარიაში ლაპარაკობენ: გერმანული, ფრანგული და იტალიური.
ფრანგული წყაროების მიხედვით, ვენგერს კატეგორიული უარი არ უთქვამს. ის ფიქრობს დათანხმდეს თუ არა წინადადებას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
