მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატი განრისხებულმა დაასრულა. აფრიკელებმა მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ მათი დამარცხება ცუდმა მსაჯობამ განაპირობა და დასრულდა თუ არა შეხვედრა, არბიტრებს შემოეჯარნენ. მათ ყატარელი მსაჯის აბდულრაჰიმ ალ-ჯასიმისა და მისი კოლეგების რამდენიმე გადაწყვეტილებასთან ჰქონდათ პრეტენზია.
რამდენადაც შორიდან ჩანდა, მაროკოელთა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ სცადა ვითარების განმუხტვა. მან თავის ფეხბურთელებს მსაჯებისგან გაცლა სთხოვა.
მაროკოელთაგან ყველაზე მეტად არშაფ ჰაკიმი გაბრაზდა. ჰაკიმი ის ფეხბურთელია, რომელიც „პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მატჩის მსვლელობისას არბიტრს ყველაზე ხშირად ეკამათებოდა, მისი დამთავრების შემდეგ სტადიონის გვირაბში ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამდა და გზად შემხვედრ ფიფას პერსონალს ეჩხუბებოდა.
მაროკოს ნაკრებმა უპატივცემულობა გამოიჩინა: ხორვატიის ნაკრების დაჯილდოებას არ დაესწრო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
