
მესისა და რონალდუს გავარდნის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ნეიმარი მოექცა. ეს მისი კარგი თამაშის გადა თეატრალური კოტრიალისა და ტყუილი წაქცევების დამსახურებაც არის. საინტერესოა, რომ ჟურნალისტებმა ამოქექეს 2012 წლის ამბავი, როდესაც ნეი ჯერ კიდევ „სანტოსში” თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი ტიტე „კორინთიანსს” წვრთნიდა. „სანტოსისა” და „კორინთიანსის” მაშინდელი თამაში „კორინთიანსის” გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა, მეტოქის ყმაწვილ ფორვარდზე გაბრაზებული ტიტე კი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ასე ამბობდა:
„ჩემი ფეხბურთელი ემერსონი მის გამო მოედნიდან გააძევეს, ის კი წამოდგა და ჩვეულებრივ გააგრძელა თამაში. მშვენივრად იყო. სიმულაცია ცუდია, მითუფრო ახალგაზრდა კაცისთვის, რომელიც როგორც ფეხბურთელი უნდა გაიზარდოს”.
სახალისო თუ ნიშანდობლივი შემთხვევა მოხდა რუსეთში, ბრაზილიის ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზეც: დანილო ნეიმარისთვის ბურთის წასართმევად მაქსიმალურად გაიჭიმა, რის დანახვაზეც ნეიმარი გაგორდა და ფეხის ტკივილი გაითამაშა, თუმცა შემდეგ ხალისით წამოხტა. კაცმა რომ თქვას, თავდამსხმელს ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა თავიდანვე არ დაუჯერეს. ისინი მიხვდნენ, რომ მათი თანაგუნდელი მსახიობობდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
