ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენის” გადამკიდე ვერასდროს გახდება მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი.
„ჩემი აზრით ის საუკეთესოს ტიტულს ვერ მოიგებს. თუ ნეიმარს მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა აქვს დასახული, დიდ კლუბში უნდა გადავიდეს. „პარი სენ ჟერმენში”, ახალი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ის ვერასდროს მოიგებს „ოქროს ბურთს”. იმ ფეხბურთს, რომელიც ნეიმარს სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მისი „რეალში” გადასვლა”, — თქვა „ბილდთან” ინტერვიუში 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და 1999 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.
ჭორები ნეიმარის „რეალში” გადასვლასთან დაკავშირებით კარგა ხანია ტრიალებს. იყო ლაპარაკი, რომ „რეალი” ბრაზილიელს 310 მილიონ ევროდ იყიდდა, მაგრამ სამშაბათს მადრიდულმა კლუბმა თავდამსხმელში ამ თანხის გადახდა იუარა.
„ჭორები ნეიმარის 310 მილიონად ყიდვასთან დაკავშირებით სრული ტყუილია”, — ოფიციალურად განაცხადა „რეალის” წარმომადგენელმა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
