„მან. სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა საშობაო არდადეგების დროს ფეხბურთელების წონის მატების შემოწმებას გეგმავს.
„მათ შეუძლიათ ჭამა, მაგრამ მინდა მათი კონტროლი. უნდა ავირჩიო შემადგენლობა 27-ში „ნოტინგემ ფორესტთან“ მატჩისთვის. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ სამი ზედმეტი კილოგრამით ბრუნდება. ის მანჩესტერში დარჩება და ნოტინგემში არ წამოვა. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა“, – ამბობს მწვრთნელი.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 37 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი „არსენალია“ 39 ქულით.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკე იტანს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
