24 წლის მაგნეს აკლიუში მშობლიური ილ დე ფრანსის რეგიონიდან ცხრა წლის წინ მონაკოში გადაბარგდა, ახლა კი დაბრუნდა და „პარი სენ ჟერმენთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ამ ზაფხულს „ლურჯების“ შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ჩანს. მან განცხადება გაავრცელა:
„პსჟ-თან კონტრაქტის დადება საამაყოა. ჩემთვის, ილ დე ფრანსის რეგიონში გაზრდილი ადამიანისთვის და ჩემი ოჯახისთვის ასეთ დიდ კლუბში გადასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუშს და მწვრთნელ ლუის ენრიკეს იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემდამი გამოიჩინეს. აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქამდე მხარს მიჭერდა“.

მართალია, ბოლო დღეებში აკლიუში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, მაგრამ სავარაუდოდ ის პსჟ-ს უახლოეს შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ლაპარაკია შაბათის ამხანაგურ მატჩზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“, ევროპის სუპერთასის მატჩზე „ასტონ ვილასთან“ (12 აგვისტოს) და საფრანგეთის სუპერთასის მატჩზე „ლანსთან“ (16 აგვისტო).
„მოუთმენლად ველი როდის ჩავიცვამ ამ დიდი კლუბის ფორმას, ავიმაღლებ კლასს და ყველაფერს გავიღებ მისი ფერების დასაცავად ფანების გასახარებლად“, – დაწერა აკლიუშმა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ გრძელ წერილში პსჟ-ს ახალმა თერთმეტმა ნომერმა არც „მონაკოსთვის“ მადლობის გადახდა დაივიწყა. დაწერა, რომ „მონაკო“ მისთვის მეორე ოჯახი იყო:
„ამ კლუბმა ჩემი მაშინ იწამა, ჯერ კიდევ არაფერს რომ წარმოვადგენდი. მე ამას ვერ დავივიწყებ. დღეს მე „მონაკოს“ არ ვემშვიდობები, უბრალოდ მადლობას ვუხდი. მის გარეშე ვინც ვარ ის ვერ ვიქნებოდი“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
