„პარი სენ ჟერმენმა“ შინ „მონაკოსთან“ 1:2 წააგო, მაგრამ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვითარების დრამატიზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „რა არის სათქმელი, როდესაც ასეთ მატჩს ფიზიკურად მოუმზადებელი თამაშობ? ფეხბურთს ახასიათებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პერიოდები და ეს უნდა მიიღო როგორც მოცემულობა. ასეთ დროს არ გიმართლებს. მე ყურადღება მივაქციე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი...
ჭდე: მონაკო
განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
„პარი სენ ჟერმენისა“ და „მონაკოს“ შეხვედრა რომ დამთავრდა ტელეეკრანებზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოისახა, რომელსაც ეწერა: MVP. მიუხედავად ამისა პარიზული კლუბის ქართველი ვარსკვლავი მოწყენილი სახით მიემართებოდა კარსუკანა ტრიბუნისკენ გულშემატკივრისთვის ტაშის დასაკრავად. მიზეზი: პსჟ-მ წააგო 1:2. სწორად წერს ფრანგული საიტი maxifoot, მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველში უპირატესობას სრულად ფლობდა პსჟ, მეორეში კი ლუის ენრიკეს გუნდმა ის...
მამარდას მორიგი ამხანაგური
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში მერსისაიდელებმა 2:3 წააგეს „მონაკოსთან“. ამჯერად ინგლისური გუნდის კარს შვებულებიდან დაბრუნებული ალისონ ბეკერი იცავდა, ქართველი გოლკიპერი კი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო. პირველი ორი გოლი „წითლებმა“ გაიტანეს. ორივე ალექსანდერ ისაკმა შეაგდო. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდ გოლოვინმა პენალტით შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმში ანდონი ირაოლამ ლივერპულელთა შემადგენლობა თანდათანობით მნიშვნელოვნად...
მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
24 წლის მაგნეს აკლიუში მშობლიური ილ დე ფრანსის რეგიონიდან ცხრა წლის წინ მონაკოში გადაბარგდა, ახლა კი დაბრუნდა და „პარი სენ ჟერმენთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ამ ზაფხულს „ლურჯების“ შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ჩანს. მან განცხადება გაავრცელა: „პსჟ-თან კონტრაქტის დადება საამაყოა. ჩემთვის, ილ დე ფრანსის რეგიონში გაზრდილი ადამიანისთვის და...
ლუის ენრიკემ მეტწილად მენტალიტეტზე ილაპარაკა
„მონაკოსთან’’ შინ 1:3 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: – რით ახსნით ამ მძიმე მარცხს? – შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენ ძალიან დაგვაკლდა სიზუსტე. დავუშვით რამდენიმე ატიპიური შეცდომა. ასეთ რაღაც არ უნდა გააკეთო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფორმაშია, თორემ აუცილებლად დაისჯები. ჩვენ მათ თავიდანვე მივართვით საჩუქარი. – გასულ კვირაში...
პსჟ არ ვარგოდა
ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’ მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა – 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით პსჟ 25-ე ტურის შემდეგ მაინც ცხრილის სათავეში რჩება, მაგრამ „მეცის’’ დამარცხების შემთხვევაში (რაც მაინცდამაინც ძნელი არ...
მონაკოს ცხრა წითელი
არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ „მონაკომ’’ დედაქალაქელებთან ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაამთავრა და ორივე შემთხვევაში გაძევებამ თამაშის მსვლელობა პარიზელთა სასარგებლოდ შეცვალა. რა...
კაცი, რომელიც კანკალებდა
ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა. – თამაშის...
პსჟ მერვედფინალში ხვიჩას გოლით და წვალებით გავიდა
მთავარი საქმე გაკეთდა, „პარი სენ ჟერმენი’’ მერვედფინალშია, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალს მშვიდად ვერ უყურებ. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში პსჟ „მონაკოს’’ წინააღმდეგ იყო მძიმე, დუნე და არ ჰგავდა გუნდს, რომელმაც გასულ გათამაშებაში გაიმარჯვა. Footmercato იხსენებს, რომ „ლუი მეორეზე’’ პარიზელები 18 წუთის მერე უკვე 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ დეზირე დუეს ჩინებულ თამაშს პლუს ალექსანდრ გოლოვინის...
კვარას რვა მცდელობა
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა....









