„მონაკოსთან’’ შინ 1:3 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
– რით ახსნით ამ მძიმე მარცხს?
– შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენ ძალიან დაგვაკლდა სიზუსტე. დავუშვით რამდენიმე ატიპიური შეცდომა. ასეთ რაღაც არ უნდა გააკეთო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფორმაშია, თორემ აუცილებლად დაისჯები. ჩვენ მათ თავიდანვე მივართვით საჩუქარი.
– გასულ კვირაში ვარჯიშებზე რაიმე ისეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ, რაც ამ მარცხს მოასწავებდა?
– არა. სწორედ ეს არის განსხვავება ვარჯიშსა და შეჯიბრებას შორის. ჩემს გუნდში ეჭვის შეტანა არ მინდა. მინდა ბოლომდე ასეთი მენტალიტეტით გავიდეთ. „მონაკოსთან’’ საუკეთესო შედეგი არ გვქონდა, მაგრამ ჩვენ პრობლემების დაძლევაში ძლიერები ვართ.
– სირთულეები მეტწილად მენტალური ხასიათისაა?
– აშკარად. კარიერაში ბევრი თამაში წამიგია. ეს უცნაური, არასასიამოვნო განცდაა. დამარცხებისთვის ერთი მიზეზიც კი არ არსებობდა. ყველაფერი კომპლექსურია. მარკეტების ქსელ Monoprix-ში საკუთარი თავის რწმენას ვერ იყიდი. აშკარად გვიჭირს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ მდგომარეობას გამოვასწორებთ.
– თქვენ ამბობთ, რომ საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგოთ. ანუ თქვენ ჩემპიონთა ლიგის წინ არ ღელავთ?
– მე ვთქვი ის, რაც ვთქვი. არაფერი მეტი.
– როგორ უნდა შემოატრიალოთ მდგომარეობა „ჩელსისთან’’ შეხვედრაში?
– ჯერ „მონაკოზე’’ ფიქრის დროა. ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. „ჩელსიზე’’ მატჩის წინა დღეს და საკუთრივ მატჩის დღეს ვილაპარაკებთ.
– სირთულეები ოსმან დემბელეს არყოფნით ხომ არ იყო განპირობებული?
– არა. ამაზე არაფერი მაქვს სათქმელი.
– შეძლებს თქვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სიჩქარის გადართვას?
– „მონაკოსთან’’ უცნაური მატჩი იყო. სხვა რა გზაა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა ცალკეულმა ფეხბურთელებმა შეცდომები დაუშვეს. მდგომარეობის შემოსატრიალებლად რთული მომენტია. კარიერის განმავლობაში ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში. საქმის გამოსწორება ჩვენს ხელთაა. მინდა მე და ჩემი ფეხბურთელები ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. მინდა გვწამდეს, რომ ძველებურ სიმაღლეზე დაბრუნებას შევძლებთ.
– დაცვაში თამაში როგორ უნდა გამოასწოროთ?
– „მონაკომ’’ პირველი გოლი პროფესიული ფეხბურთისთვის უჩვეულო შეცდომის გამო გაგვიტანა. არადა, ჩვენ როგორც ლიგა 1-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის მქონე გუნდი ვართ. გოლების გაშვებას შეჩვეულები არ ვართ. მინდა პესიმიზმი აღმოვფხვრა. მდგომარეობას აუცილებლად გამოვასწორებთ და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
