გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში მერსისაიდელებმა 2:3 წააგეს „მონაკოსთან“. ამჯერად ინგლისური გუნდის კარს შვებულებიდან დაბრუნებული ალისონ ბეკერი იცავდა, ქართველი გოლკიპერი კი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო.
პირველი ორი გოლი „წითლებმა“ გაიტანეს. ორივე ალექსანდერ ისაკმა შეაგდო. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდ გოლოვინმა პენალტით შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმში ანდონი ირაოლამ ლივერპულელთა შემადგენლობა თანდათანობით მნიშვნელოვნად შეცვალა, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია ის, რომ მიკა ბირითმა ანგარიში გაქვითა, პარის ბრუნერმა კი საგრაფოელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.
ეს იყო ირაოლას პირველი შეხვედრა „ენფილდზე“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.
„ლივერპულ ექომ“ გიორგი მამარდაშვილს 6 დაუწერა და სიტყვიერად ასე დაახასიათა: „ბირითს კარგად აუღო, მაგრამ განმეორებითი დარტყმა მეტად იოლად გაუშვა. ერთი-ორ ეპიზოდში კარგი იყო, მაგრამ ფეხით თამაში ჯერ კიდევ შორს არის სასურველისგან“.
ასევე 6 ქულით შეაფასა მამარდაშვილი „ლივერპულის“ ოფიციალურმა საიტმა.
„ალისონის მსგავსად მასაც არ ჰქონია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ბევრი საქმე არ მიეცა. ერთ ეპიზოდში პირისპირ შესულ მეტოქეს კარგად აუღო, მაგრამ დამატებული გაუშვა. გოლებს დიდად ვერაფერს მოუხერხებდა“, – წერს Liverpool.com
flashscore-მა მამარდაშვილს 6.2 დაუწერა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
