რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?

რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?

„კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პაოლო მალდინიმ იტალიის ნაკრების სპორტული დირექტორის თანამდებობის დატოვებისა და იმ ამბიციური პროექტის შესახებ ილაპარაკა, რომელიც ვერ განხორციელდა.

მალდინი თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევდა ნაკრებისთვის ისეთი თავკაცის პოვნას, რომელიც იტალიურ ფეხბურთს გარდაქმნიდა. მას ასეთად პეპ გვარდიოლა ეგულებოდა. ლეგენდარული იტალიელი ამბობს, რომ ის ძალიან ახლოს იყო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავკაცის დაყოლიებასთან.

„ჩვენ და გვარდიოლა უკვე ასაკობრივ ნაკრებებს ვსწავლობდით. შემადგენლობებსაც კი ვწერდით“, – თქვა მალდინიმ.

ინტერვიუში საუბარი ფინანსურ საკითხებსაც შეეხო.

მალდინი: „გვარდიოლამ გვითხრა: მომეცით ნაკრების ბოლო მწვრთნელზე ერთი ევროთი ნაკლები და მზად ვარ ვიმუშაო.  არა, გვარდიოლამ იმიტომ არ თქვა უარი, რომ ხელფასი ეცოტავა. საბოლოოდ მან იგრძნო, რომ გადაღლილი იყო. მან პრემიერლიგაში ათი დამქანცველი სეზონი გაატარა“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მალდინის გეგმა ახალი მწვრთნელის მოძებნაზე მეტი იყო. მას იტალიური ფეხბურთის რეფორმა, გადასხვაფერება უნდოდა. გეგმის ხორცშესხმაში ხელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯოვანი მალაჯოსთან დაპირისპირებამ შეუშალა.

„ვიგრძენი, რომ საქმის გაძღოლისთვის საჭირო ნდობა აღარ არსებობდა და გადავწყვიტე თანამდებობა დამეტოვებინა. თუ ჩემი როლის დაცვა და ვალდებულებების აღება უკომპრომისობას გულისხმობდა, მაშინ როგორც ხედავთ უკომპრომისო ვყოფილვარ“.

გვარდიოლას უარის შემდეგ მალდინისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო ანდრეა პირლო. ის ფიქრობდა, რომ ყოფილი ნახევარმცველი დაჯილდოებული გახდათ იმ თვისებებით, რომლებიც იტალიის ნაკრების მწვრთნელს უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მის ნაკლად მიეჩნიათ მწირი გამოცდილება იყო, მაგრამ მალდინის ეს არგუმენტი სერიოზულად არ მიჩნია:

„გადავხედოთ მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონს, სკალონისა და დე ლა ფუენტეს. რა შედეგები ჰქონდათ მათ ადრე?“

ერთ-ერთ რუსულ საბუქმეიქერო კომპანიასთან ჰქონდა კავშირები.

მალდინი: „ეს მხოლოდ საბაბი იყო. რაიმე იურიდიული წინააღმდეგობა არ არსებობდა. პირლო მზად იყო რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაეწყვიტა“.

საბოლოოდ იტალიის ნაკრების მწვრთნელად რობერტო მანჩინი დაინიშნა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.