ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ და გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ მატჩზე ისაუბრეს.
„რთული მგზავრობის, გადაღლილობისა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის გამო, პირველ მატჩში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მეტოქეს თამაში დავუთმეთ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მთავარი შედეგია.
ბიჭებს კი შევაქებ და მადლობას ვეტყვი, რომ ამ რთული წინაპირობების მიუხედავად, სტუმრდ ფრედ ვითამაშეთ. ხვალინდელი თამაშისთვის კი სერიოზულად ვემზადებით და იმედია, სასურველი შედეგით დავასრულებთ…
ეს მატჩი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, რადგან 22 წელია ქართულ კლუბს ევროტურნირების ჯგუფში არ უთამაშია. ვაცნობიერებთ, რომ ეს ისტორიული მატჩია.
შეხვედრის მნიშვნელობის გამო, მოთამაშეებზე ზეწოლა ძალიან დიდია. ვცდილობთ, ფეხბურთელები ეს წნეხი მოვუხსნათ და მოედანზე გასვლის წინ ყველანაირი ზეწოლისგან გავათავისუფლოთ.
ცხადია, პენალტების სერიაზეც ვფიქრობთ, მაგრამ იმედია, საქმე აქამდე არ მივა და ყევლაფერი ძირითად დროში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.
მეტოქე ათლეტური და მებრძოლი, ნამდვილი ბრიტანული გუნდია, შორეულ გადაცემებს იყენებს და ფლანგებიდან უტევს. მათი თამაში შევისწავლეთ და უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“.

გიორგი ჯინჯოლავა: „ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშის ხარისხით არც ჩვენ ვართ კმაყოფილები. ხელოვნურ საფარზე ადრეც გვითამაშია. მაგრამ იქ ცოტა სხვაგვარი საფარი იყო და ბურთის ტრაექტორის განსაზღვრა გვიჭირდა. რთულმა ფრენამაც თავისი როლი ითამაშა.
არ გვაინტერესებს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები რას ლაპარაკობენ, ასეთ საუბრებზე პასუხს თამაშით გავცემთ. ჩვენი დავალებები გვექნება, რომლის შესრულებაც გასვლაზე სხვადასხვა მიზეზების გამო გაგვიჭირდა.
რა თქმა უნდა, წნეხი არის, რადგან დიდი ხანია ამ ეტაპზე ქართული გუნდი არ გასულა. არა მგონია, რომ ამან ჩვენზე იმოქმედოს – მიმაჩნია, რომ „იბერია“ ამ მატჩისთვის მზად არის.
სავსე ტრიბუნების წინაშე არ გვითამაშია და მაინტერესებს, რა შეგრძნებაა. გულშემატკივარი სტადიონზე იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ ეს ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა და ეს ამბავი მხოლოდ „იბერიას“ არ ეხება“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
