„ასტონ ვილამ’’ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს’’ 1:0 მოუგო. ეს იყო ევროპის ლიგის შეხვედრა, რომელშიც ყველაზე დიდი ყურადღება განრისხებულმა უნაი ემერიმ მიიპყრო. მან თავის ფეხბურთელს იური ტილემანსს ხელი ჰკრა. ამ შეხვედრაში ემერიმ სამი მოთამაშე შეცვალა. მათ შორის ბოლო იყო ტილემანსი. ბელგიელის ნაცვლად მოედანზე 18 წლის ჯორჯ ჰემინგსი შევიდა. ტილემანსმა ესპანელი მწვრთნელი როგორც ჩანს ისე გააბრაზა, რომ მან ფეხბურთელი...
ჭდე: ევროპის ლიგა
კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…
ევროპის ლიგის ძირითადი ფაზის მეორე ტურში გრაცის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე გლაგზოს „რეინჯერსს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ამარცხებს. გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი და გოლიც გატანა – საქართველოს ნაკრების ლიდერის ზუსტი დარტყმის შემდეგ „შტურმმა“ ანგარიში ორამდე გაზარდა. იხილეთ ვიდეო:
ჩრდილოეთ ლონდონი მათია!
ბილბაოში „ტოტენჰემმა’’ მანჩესტერ იუნაიტედს’’ ევროპის ლიგის ინგლისური ფინალი მოუგო (1:0) და ლონდონში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა. „სფურზს’’ გამარჯვება ბრენან ჯონსონის მიერ 42-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. გიჟური ზეიმი მოეწყო ბასკეთის დედაქალაქშიც. „ტოტენჰემის’’ ფანების გულიდან წლობით ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა. რა ხანია „დეზებს’’ ლონდონის ჩრდილოეთში ჯილდო არ ჩაეტანათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის’’ ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. იქ...
ინგლისელებმა ბილბაოში ერთმანეთს დასცხეს
დღეს ევროლიგის ფინალია, წუხელ კი „მანჩესტერ იუნაიტედისა’’ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის’’ ფანები ბილბაოში ერთმანეთს დაერივნენ. ბასკეთის დედაქალაქში დაახლოებით 70 000 მანჩესტერელი და ლონდონელი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთაც ცხადია დიდი რაოდენობით მიიღეს ალკოჰოლი. ინგლისელი გულშემატკივრები მოედნენ მთელს ბასკეთს, მათ შორის სან სებასტიანსა და მის მიდამოებსაც, სადაც დასცხეს კიდეც ერთმანეთს. ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი მას მერე...
ინგლისური ფინალი ევროპის ლიგაში
კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მწვრთნელები რუბენ ამორიმი და ენჯ პოსტეკოგლუ ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან: ევროთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ინგლისური გუნდი ექვსი წელიწადია არ შეხვედრია ერთმანეთს. მეისონ მაუნტის ორ ჩინებულ დარტყმას პლუს კაზემიროსა და რასმუს ჰოილუნდის გილებმა „მანჩესტერ იუნაიტედს’’ „ბილბაო’’ ორი შეხვედრის ჯამში 7:1 დაამარცხებინა; დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ კი „ბოდო გლიმტთან’’ ხელოვნურ საფარზე „ტოტენჰემის’’...
ჟორჟის საუკეთესო თამაში
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „სტიაუას’’ აშკარად აჯობა: სტუმრად მოგებულ 3:1-ს შინ 4:0 დაამატა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო იყო, რომ ფრანგული გუნდის ოთხი გოლიდან ორი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა და ორიც საგოლე პასი შეასრულა. ამრიგად, „ლიონი’’ ევროლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს’’ შეხვდება. ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა შეხვედრას 10-დან 6 ქულა დაუწერა, რადგან ერთი გუნდის ბატონობა აშკარა იყო, ძალიან მაღალი...
ჟორჟის კარგი თამაში და ფონსეკას ემოცია
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას’’ 3:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიქაუტაძემ ჩინებული საგოლე პასი შეასრულა, როდესაც ნიკოლას ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. ეს 30-ე წუთზე მოხდა. ზემოთ ხსენებულ 68-ე წუთზე კი, როდესაც ჟორჟს მოედანი უნდა დაეტოვებინა, მასპინძლებმა ანგარიში გაქვითეს. გოლი ალექსანდრუ ბალოტამ შეაგდო....
ჟორჟი მერვედფინალშია
პაულუ ფონსეკა საპრეზიდენტო ლოჟაში კლუბის მეპატრონის ჯონ ტექსტორის გვერდით იჯდა და მომავალი სამუშაოს მასშტაბს აფასებდა. „ლიონმა’’ ახალი მწვრთნელის თვალწინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლუდოგორეცს’’ უმასპინძლა – 1:1. საბოლოო ცხრილში ფრანგულმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა, სადაც ოთხიდან ერთს შეხვდება: პაოკს, „როიალ უნიონს’’, „სტიაუას’’ ან „აიაქსს’’. ამინდმა მოედანზე უარყოფითი კვალი დატოვა....
ჟორჟს მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის შეხვედრაში სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან’’ 0:0 ითამაშა. „ლიონი’’ თურქეთის ამ გუნდს ისტორიაში მეხუთედ შეხვდა და პირველად ვერ მოუგო. მიქაუტაძემ მოედანზე 79 წუთი დაჰყო. მას ცუდად არ უთამაშია. Flashscore-მა ქართველი 6.4, ხოლო whoscored-მა 6.3 ქულით შეაფასა. სტამბოლური თამაშის შემდეგ „ლიონთან’’ დაკავშირებული მთავარი თემა გუნდის მწვრთნელის გაშვება-დარჩენის საკითხი იყო. ცნობილია, რომ კლუბის მეპატრონე ჯონ ტექსტორი...
დაუვიწყარი ღამე პირეოსში
„ოლიმპიაკოსი” მეცხრე ცაზეა. მან კონფერენციის თასის ფინალში „ფიორენტინას” 1:0 მოუგო და გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი აღმართა. დამთავრდა თუ არა შეხვედრა პირეოსში დიდი სახალხო ზეიმი დაიწყო. ხალხი გმირების შესახვედრად ქუჩებში გამოვიდა. ფიესტა ანდრეა სინგრუს გამზირზე დაიწყო. „ოლიმპიაკოსის” ღია ავტობუსი პორტისკენ დაიძრა. დიდი თავშეყრა კი პირეოსის მუნიციპალურ თეტრთან დილის 5 საათზე გაიმართა. საყოველთაო ზეიმის...

![Otar-Kiteishvili-1 კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/10/Otar-Kiteishvili-1.jpg)







