ბილბაოში „ტოტენჰემმა’’ მანჩესტერ იუნაიტედს’’ ევროპის ლიგის ინგლისური ფინალი მოუგო (1:0) და ლონდონში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა. „სფურზს’’ გამარჯვება ბრენან ჯონსონის მიერ 42-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. გიჟური ზეიმი მოეწყო ბასკეთის დედაქალაქშიც.
„ტოტენჰემის’’ ფანების გულიდან წლობით ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა. რა ხანია „დეზებს’’ ლონდონის ჩრდილოეთში ჯილდო არ ჩაეტანათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის’’ ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. იქ დიდი ეკრანები ჰქონდათ დამონტაჟებული. საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრები ბარიერებს გადაახტნენ და მოედანს შეესიენ. მათ შორის ცხელთავიანები ვეებერთელა მონიტორებზეც კი აძვრნენ.
და არა მარტო ფეხბურთის მოედანი, თამაშის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში მთელი ჩრდილოეთ ლონდონი ხალხით გაივსო. მათ ხელში ეჭირათ მაშხალები და ყვიროდნენ: ჩრდილოეთ ლონდონი ჩვენია!
გოლის ეპიზოდში ბურთი უიღბლო ლუკ შოუს მოხვდა და კარში ისე შევარდა. სწორედ ამ, ფაქტობრივად საკუთარ კარში გატანილმა გოლმა დაასრულა „დეზების’’ 17 წლიანი „გვალვა’’. „იუნაიტედი’’ ბურთს ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტებით ვერც ერთი გუნდი დაიტრაბახებდა და ვერც მეორე. ინგლისური მედიის აზრით ეს იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერლიგის გუნდები ამ ეტაპზე ცუდ ფორმაში არიან. „იუნაიტედის’’ კაპიტნის ბრუნო ფერნანდეშის თავური ოდნავ აცდა მიზანს. „ტოტენჰემის’’ დაცვამ მეტოქის შეტევებს გაუძლო, ერთ ეპიზოდში საოცრადაც დაიცვა კარი, თუმცა და „სანის’’ აზრით მატჩმა საბოლოოდ „ელ კრეპიკოს’’ მეტსახელი გაამართლა ― „კრეპ’’ ინგლისურად განავალს ნიშნავს; ბრიტანულ პრესაში „ელ კლასიკოს’’ გავლენით ცუდ შეხვედრებს ირონიულად „ელ კრეპიკოს’’ უწოდებენ.
ამ გამარჯვების წყალობით „ტოტენჰემმა’’ 100 მილიონი გირვანქა ჩაიჯიბა. კლუბს ევროპული ჯილდო 1984 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 84-ში მან უეფას თასი ანუ სწორედ დღევანდელი ევროლიგის წინამორბედი შეჯიბრება მოიგო. ზემოთ 17 წლიანი „გვალვა’’ რომ ვახსენეთ, ლიგის თასის მოგებიდან გასულ წარუმატებელ პერიოდს ვგულისხმობდით. გუშინდელმა გამარჯვებამ „სფურზის’’ მწვრთნელს ანგელოს პოსტეკოგლუს სავარაუდოდ სამსახური შეუნარჩუნა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
