დღეს ევროლიგის ფინალია, წუხელ კი „მანჩესტერ იუნაიტედისა’’ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის’’ ფანები ბილბაოში ერთმანეთს დაერივნენ.
ბასკეთის დედაქალაქში დაახლოებით 70 000 მანჩესტერელი და ლონდონელი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთაც ცხადია დიდი რაოდენობით მიიღეს ალკოჰოლი. ინგლისელი გულშემატკივრები მოედნენ მთელს ბასკეთს, მათ შორის სან სებასტიანსა და მის მიდამოებსაც, სადაც დასცხეს კიდეც ერთმანეთს. ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი მას მერე ატყდა, რაც მოწინააღმდეგე გუნდების გულშემატკივართა ორი დიდი ჯგუფი ერთმანეთის პირისპირ დადგა და ერთმანეთის ლანძღვა დაიწყო.
ესპანეთის პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუჭერია. შეტაკების მიუხედავად მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საავდმყოფოსთვისაც არავის მიუმართავს.
მას მერე რაც გაირკვა, რომ ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა, ბილბაომდე ავიაბილეთების ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა ― ათასი გირვანქით გაძვირდა, ამიტომ, ბევრმა გულშემატკივარმა საზღვაო ტრანსპორტს მიმართა და მოგზაურობა მხოლოდ 260 გირვანქა დაუჯდა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბილბაოში 65 სასტუმრო მთლიანად დაჯავშნულია. გუშინ სტადიონის ბილეთის ფასი ხელზე 10 000 გირვანქას უდრიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
