სეზონის უკეთესი სტარტი ძნელი წარმოსადგენია. შაბათს ინგლისელმა დომ ბალარდმა დიდი ალბათობით 2026 წლის საუკეთესო გოლი გაიტანა. ბალარდი ჩემპიონშიპში თამაშობს, „ბრისტოლ სიტის“ თავდამსხმელია, ადრე „საუთჰემტონის“ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, გასულ სეზონში კი „ლეიტონ ორიენტში“ გამოდიოდა. მან „ბირმინგემს“ ქუსლით ორიგინალური გოლი გაუტანა.
ბალარდი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, 85-ეზე კი გაიტანა. ამ დროისთვის ანგარიში იყო 1:1. საბოლოოდ შეხვედრა მაინც ფრედ 2:2 დამთავრდა.
„ცუდი არ იყო, – გაეღიმა ბალარდს შეხვედრის დამთავრების შემდეგ, – მივხვდი, რომ რიო (კარდინესი, მისი თანაგუნდელი) კვლავ საჯარიმოში ჩააწოდებდა და ამიტომ შევხვდი მომზადებული. ის მართლაც ასე მოიქცა. საოცარი მომენტი იყო. შეხედეთ ჩანაწერში ფანებს. დაუჯერებელია. გული მწყდება სამი ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ის ერთი მომენტი ბრწყინვალე იყო“.
ბალარდის გოლმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მან გასულ სეზონში „ლეიტონ ორიენტის“ შემადგენლობაში 40 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო. „ბირმინგემის“ კარში გატანილი გოლი ბალარდისთვის „ბრისტოლ სიტის“ მაისურით პირველი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
მთავარი ამბავი22/08/2026 | 08:03ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
მთავარი ამბავი22/08/2026 | 06:58არგენტინა დაისაჯა
