ტომ კლევერლის კვადვო ბაა საუკეთესო ფორმაში სჭირდებაო, წერს ინგლისური პრესა. მესამეადგილოსან „სანდერლენდთან“ შეხვედრაში გერმანელი მოედანზე 74-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად შევიდა და ის პენალტი მოიპოვა, რომელიც ტომ დელე-ბაშირუმ გოლად აქცია ― „უორფორდმა“ 2:1 მოიგო. „კრაზანები” 13 ქულით მე-7 ადგილზე არიან. ანგარიში 28-ე წუთზე ფესტი ებოსელემ გახსნა, „სანდერლენდის“ უილსონ აოსიდორმა კი 49-ზე გაქვითა. ზემოთ ბაა ვახსენეთ....
ჭდე: ჩემპიონშიფი
ახლა ჩაკვეს გუნდს სიტი ელის
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” სტუმრად „ნორვიჩთან” 1:4 წააგო. ეს გახლდათ ჩემპიონშიფის მე-6 ტურის შეხვედრა, რომლის მერეც გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილზეა. შემდეგი თამაში ჩაკვეტაძეს და მის გუნდს სამშაბათს, 24 სექტემბერს ლიგის თასზე სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან” აქვს. „უოტფორდმა” მიმდინარე სეზონის პირველი სამი შეხვედრა მოიგო, ახლა კი უკვე სამი ტურია ვეღარ იგებს. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ...
ჩაკვეტაძე გასახდელში წამოჯდა
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” შინ „ქოვენთრისთან” 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაკვეტაძემ ერთი ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, შესვენების შემდეგ კი გუნდის შეტევათა სული და გული გახდა. 67-ე წუთზე ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ ანგარიში სწორედ მისი მარცხენაფლანგური გარღვევისა და ლანგრით მირთმეული პასის შედეგად გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ უსიამოვნო რაღაც მოხდა — ჩაკვეტაძე წაიქცა და საკაცით გაიყვანეს. მატჩის...
ინგლისი ბედნიერი ხალხის ქვეყანაა
ინგლისიდან მსოფლიოს ასეთი ცნობა მოედო: ლონდონიდან 75 კილომეტრით დაშორებულ საპორტო ქალაქ პორტსმუთში, მოედანზე ათასობით გულშემატკივარი გადავიდა. ისინი მათი ქალაქის გუნდის… პირველი ლიგიდან ჩემპიონშიფში დაბრუნებას ზეიმობდნენ. პორტსმუთელები ასეთ მაღალ საფეხურზე 12 წელიწადია აღარ ყოფილან. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფი ინგლისური ფეხბურთის იერარქიაში პრემიერლიგის შემდგომი საფეხურია. სხვა სიტყვებით, მასობრივი სახალხო ზეიმი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ 208 ათასიანი ქალაქის გუნდი...
ურტყა მაკბერნიმ ფანს თუ არა?
ოლი მაკბერნის პოლიცია დაკითხავს. ფეხბურთელს ბრალად გულშემატკივრის ცემა ედება. ფანმა სახელად ჯორჯ ბრინკლი თქვა: „შემეშინდა, რომ მომკლავდა”. 26 წლის ბრინკლი „ნოტინგემ ფორესტის” ათასობით ქომაგთან ერთად მოედანზე ჩახტა და „შეფილდ იუნაიტედთან” თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა. ეს ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ნახევარფინალის შემდეგ მოხდა. „ნოტინგემმა” „შეფილდი” პენალტებით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს „ჰადერსფილდს” უნდა შეხვდეს და თუ...
ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა
„შეფილდ იუნაიტედის” 36 წლის თავდამსხმელ ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა. ის, რაც „ნოტინგემ ფორესტისა” და „შეფილდის” შეხვედრაში მოხდა ძალიან ცუდია და იმაზე მეტყველებს, რომ მასობრივი უწესრიგობები დროგამოშვებით ყველგან ხდება. იმედია საქართველოში ამას ევროპის მხრიდან ხულიგნობალიბერალიზაციად არ მიიღებენ. „ნოტინგემი” და „შეფილდი” ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფს თამაშობდნენ. მასპინძლებმა პენალტებით მოიგეს. პირველ შეხვედრაში „ნოტინგემმა” გაიმარჯვა 2:1, საპასუხოში კი მეტოქეს...
რუსული კვალი
„ბორნმუთის” ფეხბურთელები ჯერ გაოცდნენ, შემდეგ კი გაბრაზდნენ. მიზეზი: კლუბის აღმასრულებელი შეფის ნილ ბლეიკის ცოლმა ალესიამ ქმრის საშობაო საჩუქარი გამოამზეურა. არადა, მსოფლიოში covid 19 მძვინვარებს, რის გამოც ბორნმუთელ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირეს. საჩუქარი, რომელიც რუსმა ლამაზმანმა გაასაჯაროვა, 140 ათას გირვანქად ღირებული „ბენტლია”, პერსონალურად მისთვის შერჩეული სახელმწიფო ნომრით. ეს საკითხი გუნდში „ნოტინგემ ფორესტთან” თამაშის წინ განხილვის საგანი ყოფილა....
მარსელო ბიელსა პრემიერლიგაში!
„ლიდს იუნაიტედი” 2004 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერლიგაში. „თეთრები” მშობლიურ „ელანდ როუდზე” ზეიმობდნენ — ცნობამ იმის შესახებ, რომ „ვესტ ბრომვიჩი” „ჰადერსფილდთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა, „ლიდსს”, რომელმაც წინა დღეს „ბარნსლის” მოუგო 1:0, სანუკვარი ოცნება აუსრულა. გულშემატკივრები კი covid 19-ის პანდემიის მიუხედავად სტადიონს გარეთ შეიკრიბნენ და დიდი რიარია მოაწყვეს. ამრიგად, არგენტინელი მარსელო ბიელსას ბიჭებმა კლუბის ისტორიაში ახალი...
ინგლისში ფეხბურთელების ხელფასებს იცავენ
ინგლისში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია პრემიერლიგასა და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას სასწრაფო შეხვედრას სთხოვს — ხელფასის საკითხებზეა სალაპარაკო. აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც „ლესტერმა” „ასტონ ვილას” 4:0 მოუგო და მას მერე ფეხბურთის სამშობლოში ბურთი აღარ გაგორებულა. ინგლისელებმა სხვადასხვა ლიგაში ჩემპიონატები მას მერე შეწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მიკელ არტეტა და კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსით იყვნენ ავად. თავდაპირველად...
პინკ ფლოიდი ბოლტონის გადასარჩენად
„ბოლტონი” გაქრობას გადაურჩა — არცთუ დიდი ხნის წინ დაარსებულმა შპს-მ სახელწოდებით Football Ventures, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის” დრამერის ნიკ მეისონის დიდი შეწევნითა და დახმარებით თითქმის წყალწაღებულ კლუბს 10 მილიონი გირვანქა აუგროვა. ეს ცნობა „ბოლტონის” ფანობას გულზე მალამოდ მოედო. საქმე ის არის, რომ გარშემო შემაშინებელი მაგალითები ისმოდა. ამ დღეებში მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ თავისი რიგებიდან გაკოტრებული „ბერი”...









