ჭდე: ჩემპიონშიფი

Home ჩემპიონშიფი
პინკ ფლოიდი ბოლტონის გადასარჩენად
ჩანაწერი

პინკ ფლოიდი ბოლტონის გადასარჩენად

„ბოლტონი” გაქრობას გადაურჩა — არცთუ დიდი ხნის წინ დაარსებულმა შპს-მ სახელწოდებით Football Ventures, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის” დრამერის ნიკ მეისონის დიდი შეწევნითა და დახმარებით თითქმის წყალწაღებულ კლუბს 10 მილიონი გირვანქა აუგროვა. ეს ცნობა „ბოლტონის” ფანობას გულზე მალამოდ მოედო. საქმე ის არის, რომ გარშემო შემაშინებელი მაგალითები ისმოდა. ამ დღეებში მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ თავისი რიგებიდან გაკოტრებული „ბერი”...

ჩანაწერი

ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძელი

ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება. პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს....

კბენა ვერ მოახერხა
ჩანაწერი

კბენა ვერ მოახერხა

ინგლისის ქალაქ სტოკში, „bet365 სთედიუმზე”, ჩემპიონშიფის გუნდების „სტოკ სიტისა” და „დერბი ქაუნთის” შეხვედრაში, სტუმართა ნახევარმცველმა ბრედლი ჯონსონმა მასპინძლების ვარსკვლავს ჯო ალენს მაისურზე უკბინა. როგორც ჩანს მეტოქე წესიერად ვერ მოიხელთა, თორემ მაისურზე კბენა რა ბედენაა. ამბობენ, რომ ალენს სწრაფმა რეაქციამ უშველა. ინციდენტი ტელევიზორშიც გამოჩნდა. მომხდარს წინ სტოკელი პიტერ ეტებოს გაძევება უძღოდა. მან რიჩარდ კიოს წინააღმდეგ იუხეშა....