ინგლისის ქალაქ სტოკში, „bet365 სთედიუმზე”, ჩემპიონშიფის გუნდების „სტოკ სიტისა” და „დერბი ქაუნთის” შეხვედრაში, სტუმართა ნახევარმცველმა ბრედლი ჯონსონმა მასპინძლების ვარსკვლავს ჯო ალენს მაისურზე უკბინა. როგორც ჩანს მეტოქე წესიერად ვერ მოიხელთა, თორემ მაისურზე კბენა რა ბედენაა. ამბობენ, რომ ალენს სწრაფმა რეაქციამ უშველა. ინციდენტი ტელევიზორშიც გამოჩნდა.
მომხდარს წინ სტოკელი პიტერ ეტებოს გაძევება უძღოდა. მან რიჩარდ კიოს წინააღმდეგ იუხეშა. მსაჯმა ჯონსონი და ალენი გააფრთხილა. საინტერესოა, რომ მოგვიანებით ალენმა ჯონსონის გადარჩენა გადაწყვიტა და თქვა, მას ჩემთვის კბენა არ უნდოდაო.
„შესვენებისას ხალხი მეკითხებოდა მართლა მიკბინა თუ არა ჯონსონმა. მე ვპასუხობდი, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. მან მაისური გამიხია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს”, — თქვა ალენმა. „სტოკმა” გაიმარჯვა 2:1
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
