„სტოკში” პანიკაა. გუშინ გაცნობეთ, რომ ამ გუნდის მწვრთნელს მაიკლ ონილს კორონავირუსი დაუდგინდა, სამი ფეხბურთელი კი სადაცაა მამა უნდა გახდეს. ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ ერთ-ერთ მათგანს ცოლმა უთხრა, სანამ ყველაფერი არ ჩამთავრდება სახლში აღარ მოხვიდეო. ფეხბურთელების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ ონილის ავადმყოფობის ამბავი სტოკელებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის” ქერინგტონის ბაზაზე მივიდა ამხანაგური...
ჭდე: სტოკ სიტი
მანჩესტერ იუნაიტედი გადარჩა
„მანჩესტერ იუნაიტედი” კორონავირუსს, პრემიერლიგა კი დაბრკოლებას გადაურჩა — „იუნაიტედისა” და „სტოკ სიტის” ამხანაგური თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმართა მწვრთნელ მაიკლ ონილს შეატყობინეს, რომ covid 19 სჭირს. ეს ამბავი გუშინ, სამშაბათს მოხდა. პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებს შორის საკონტროლო შეხვედრა მანჩესტერელთა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო. შეხვედრა ცხადია გადაიდო. ახლა, 50 წლის მაიკლ ონილი ერთკვირიან თვითიზოლაციაში...
კბენა ვერ მოახერხა
ინგლისის ქალაქ სტოკში, „bet365 სთედიუმზე”, ჩემპიონშიფის გუნდების „სტოკ სიტისა” და „დერბი ქაუნთის” შეხვედრაში, სტუმართა ნახევარმცველმა ბრედლი ჯონსონმა მასპინძლების ვარსკვლავს ჯო ალენს მაისურზე უკბინა. როგორც ჩანს მეტოქე წესიერად ვერ მოიხელთა, თორემ მაისურზე კბენა რა ბედენაა. ამბობენ, რომ ალენს სწრაფმა რეაქციამ უშველა. ინციდენტი ტელევიზორშიც გამოჩნდა. მომხდარს წინ სტოკელი პიტერ ეტებოს გაძევება უძღოდა. მან რიჩარდ კიოს წინააღმდეგ იუხეშა....


