ოლი მაკბერნის პოლიცია დაკითხავს. ფეხბურთელს ბრალად გულშემატკივრის ცემა ედება. ფანმა სახელად ჯორჯ ბრინკლი თქვა: „შემეშინდა, რომ მომკლავდა”.
26 წლის ბრინკლი „ნოტინგემ ფორესტის” ათასობით ქომაგთან ერთად მოედანზე ჩახტა და „შეფილდ იუნაიტედთან” თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა. ეს ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ნახევარფინალის შემდეგ მოხდა. „ნოტინგემმა” „შეფილდი” პენალტებით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს „ჰადერსფილდს” უნდა შეხვდეს და თუ მოიგებს პრემიერლიგაში გადავა.
თავგადაკლულმა ზეიმმა ის მოიტანა, რომ გულშემატკივარი შეფილდელთა ალყაში მოყვა და 25 წლის მაკბერნიმ სწორედ იქ ჩაიდინა ის, რაც შემდეგ ვიდეოთიც გავრცელდა.
„ბავშვობაში თავის ორი სერიოზული ტრავმა მქონდა, ამიტომ ძალიან შემეშინდა. მთელი ძალითა და ღონით ვცდილობდი რამენაირად თავი დამეცვა. ჩემთვის თავში რომ ჩაერტყათ, მოვკვდებოდი. მაკბერნის ხალხი უყურებს, ის სამაგალითო ფოგურაა და ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს. მინდა ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს”.
არის კი მაკბერნი სამაგალითო ფიგურა? 2020 წელს ის ავტომობილის სიმთვრალეში მართვისთვის 30 000 გირვანქით დააჯარიმეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, შოტლანდიელი ფეხბურთელი უარყოფს, რომ ის „ნოტინგემის” ფანს შეეხო. მან ჯორჯ ბრინკლის ინსტაგრამიდან პირადი წერილი გაუგზავნა სადაც ამბობს: „მე თავზე გადექი და მხოლოდ და მხოლოდ გიყვიროდი. უამრავი ვიდეოჩანაწერი არსებობს, სადაც ჩანს რომ ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მე ვამბობ”.
მაკბერნის ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ნოტინგემელმა ხულიგანმა „შეფილდ იუნაიტედის” 36 წლის ვეტერანს ბილი შარპს დაარტყა.
https://youtu.be/yxsGcpsNE4U
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
