ჭდე: შეფილდ იუნაიტედი

Home შეფილდ იუნაიტედი
ლიონის პოზიციები რომ გამყარდეს
ჩანაწერი

ლიონის პოზიციები რომ გამყარდეს

„ლიონის’’ მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა სამშაბათს საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულ დირექტორატს თავისი არგუმენტები სწორად ვერ წარუდგინა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა ხელჩასაჭიდი: თანხები, რომლებიც არ ჩარიცხულა; ანგარიში, რომლის თავი და ბოლო ერთმანეთს არ ემთხვეოდა; ფული, რომელიც „ლიონის’’ კი არა, კომპანია „იგლზის’’ ანგარიშზე დევს… უსმინა საფინანსო ზედამხედველმა ამ არგუმენტებს და რონისპირელები ლიგა 2-ში დააქვეითა. მისი გადაწყვეტილება მკაფიოდ...

ურტყა მაკბერნიმ ფანს თუ არა?
ჩანაწერი

ურტყა მაკბერნიმ ფანს თუ არა?

ოლი მაკბერნის პოლიცია დაკითხავს. ფეხბურთელს ბრალად გულშემატკივრის ცემა ედება. ფანმა სახელად ჯორჯ ბრინკლი თქვა: „შემეშინდა, რომ მომკლავდა”. 26 წლის ბრინკლი „ნოტინგემ ფორესტის” ათასობით ქომაგთან ერთად მოედანზე ჩახტა და „შეფილდ იუნაიტედთან” თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა. ეს ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ნახევარფინალის შემდეგ მოხდა. „ნოტინგემმა” „შეფილდი” პენალტებით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს „ჰადერსფილდს” უნდა შეხვდეს და თუ...

ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა
ჩანაწერი

ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა

„შეფილდ იუნაიტედის” 36 წლის თავდამსხმელ ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა. ის, რაც „ნოტინგემ ფორესტისა” და „შეფილდის” შეხვედრაში მოხდა ძალიან ცუდია და იმაზე მეტყველებს, რომ მასობრივი უწესრიგობები დროგამოშვებით ყველგან ხდება. იმედია საქართველოში ამას ევროპის მხრიდან ხულიგნობალიბერალიზაციად არ მიიღებენ. „ნოტინგემი” და „შეფილდი” ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფს თამაშობდნენ. მასპინძლებმა პენალტებით მოიგეს. პირველ შეხვედრაში „ნოტინგემმა” გაიმარჯვა 2:1, საპასუხოში კი მეტოქეს...

სულშერი: უნდა გავცუდდეთ!
ჩანაწერი

სულშერი: უნდა გავცუდდეთ!

ოლე გუნარ სულშერს სურს მისი ფეხბურთელები გაცუდდნენ და მსაჯებზე ზემოქმედება დაიწყონ. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა საჯაროდ თქვა, რომ 28 იანვარს, „შეფილდ იუნაიტედთან” წაგებული შეხვედრის (1:2) დელეგატმა პრემიერლიგაში წარადგინა პატაკი, სადაც ჩაწერა, რომ მსაჯები „იუნაიტედის” საზიანოდ შეცდნენ. — „შეფილდ იუნაიტედთან” ჩატარებულმა მატჩმა დამოკიდებულება შემაცვლევინა. მე ვნახე დელეგატის პატაკი, სადაც ის წერს, რომ ამ დღეს მსაჯები ორჯერ შეცდნენ...

აუ!
ჩანაწერი

აუ!

ძალიან სახალისოდ დაწერა „სანმა”: „ეს, რა ხდება?! ამ სეზონში პროგნოზებს თავი დაანებეთ. კაცმა არ იცის რა იქნება. შეიძლება ჩემპიონი „ვესტ ჰემი” გახდეს. მეტიც, შეიძლება „შეფილდ იუნაიტედი” ცხრილში მაღლა ავიდეს. ეს გუნდი აშკარად „დიდ გაქცევას” (სერიალია) აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ გამარჯვებით — ეს მათი მეორე გამარჯვება იყო — გვირაბის თხრა უკვე დაიწყეს”. მწარე აუტსაიდერმა, „შეფილდ იუნაიტედმა”...

ინგლისელები ნაკრებს და პრემიერლიგას  კორონიანები უბრუნდებიან
ჩანაწერი

ინგლისელები ნაკრებს და პრემიერლიგას კორონიანები უბრუნდებიან

საბერძნეთის კურორტზე დროის ლაზათიანად ტარების შემდეგ ინგლისის ნაკრების ერთი და პრემიერლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაავადდნენ. ახლა, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი გარეთ საუთგეიტი შიშობს, რომ არდადეგების დამთავრების შემდეგ კოვიდ-კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამას დაამატეთ ერთი ამბავიც, კუნძულ მიკონოსზე ჩხუბის გამო ჰარი მაგუაირი რომ დააკავეს და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის არასასურველი ვითარების სურათს მიიღებთ. როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო,...

რა მოუვიდა ჯორჯ ბედლოკის ტრ..ს?
ჩანაწერი

რა მოუვიდა ჯორჯ ბედლოკის ტრ..ს?

ჯორჯ ბედლოკი, ჯორჯ ბედლოკი თავის ოხრადდასარჩენ ტრ…ზე მოჯდა. ეს იყო საჩუქარი მო სალაჰისთვის. ჯორჯ ბედლოკი, ჯორჯ ბედლოკი… ასეთია „ლივერპულის” გულშემატკივართა სიმღერა, რომელიც მათ წუხელ, „შეფილდ იუნაიტედთან” თამაშის მე-4 წუთზე შეთხზეს, როდესაც ანგარიში გაიხსნა. ეპიზოდის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ის შეგიძლიათ ქვემოთ დართულ ვიდეოში ნახოთ. მეორე გოლი 64-ე წუთზე სადიო მანემ შეაგდო. ამრიგად, „ლივერპულმა” 2:0 გაიმარჯვა...