ოლე გუნარ სულშერს სურს მისი ფეხბურთელები გაცუდდნენ და მსაჯებზე ზემოქმედება დაიწყონ. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა საჯაროდ თქვა, რომ 28 იანვარს, „შეფილდ იუნაიტედთან” წაგებული შეხვედრის (1:2) დელეგატმა პრემიერლიგაში წარადგინა პატაკი, სადაც ჩაწერა, რომ მსაჯები „იუნაიტედის” საზიანოდ შეცდნენ.
— „შეფილდ იუნაიტედთან” ჩატარებულმა მატჩმა დამოკიდებულება შემაცვლევინა. მე ვნახე დელეგატის პატაკი, სადაც ის წერს, რომ ამ დღეს მსაჯები ორჯერ შეცდნენ ჩვენს საზინოდ. მეტოქის გოლი არ უნდა ჩაეთვალათ, ჩვენი კი პირიქით, უნდა ალალი გოლი იყო. ამ ამბავმა თვალები ამიხილა. დღეს ჩვენ ვართ წესიერი ბიჭების ჯგუფი, არადა, საჭიროა უფრო აგრესიულები გავხდეთ. ვინ იცის, არბიტრზე ზემოქმედება უნდა მოგვეხდინა და გვეიძულებინა ის, თამაშის განახლებამდე გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. ასეთი წვრილმანები ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს. ისინი მოტივაციისა თუ ენერგიის მოძალებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
„შეფილდმა” ანგარიში კინ ბრაიანის თავურით გახსნა. ამ ეპიზოდში, ბილი შარპმა „იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეას (ვიდეოზე მეათე ნომრით) ხელი თუ ტანი ჰკრა და გამოსვლაზე თამაშის საშუალება არ მისცა. მსაჯმა და VAR-მა გოლი სამართლიანად ჩათვალეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
